ბარაკ ობამას საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც 22,5 მლნ დოლარად შეფასდა

ვისკონსინის შტატში,  Martha’s Vineyard-ის კუნძულზე მდებარე მყუდრო სასახლე 2013 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ოჯახმა აქ საზაფხულო არდადეგები გაატარა. პრესამ ვილას „საზაფხულო თეთრი სახლი“ დაარქვა.

სახლს აქვს აუზი, ასევე კერძო პლაჟზე საკუთარი გასასვლელი გზა, ფანჯრებიდან კი ოკეანის შთამბეჭდავი ხედი იშლება. ცოტა ხნის წინ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას აგარაკი 22,5 მლნ დოლარად გაყიდვაში გამოიტანეს. ის კუნძულზე ყველაზე ძვირადღირებული ნაკვეთი გახდა.

მშენებლობის სტილი მომგებიანად აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკის თავისებურებებსა და ახალი ინგლისის კლასიკურ არქიტექტურას. სასადილო და სასტუმრო ოთახებში აღმართული მინის კედლები საშუალებას
იძლევა სახლი მზის სხივებით გაივსოს. ოთახებს შორის ფართო ჰოლები და გასასვლელები სურათების გალერეაში სეირნობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სახლს აქვს 6 საძინებელი და 5 სააბაზანო ოთახი, აღჭურვილია ყველა საჭიროებით, როგორც მასპინძლების, ისე მათი შვილებისა და სტუმრებისთვის. უმაღლესი კომფორტი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებული არდადეგებით მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები