სახლი, რომელშიც კობი ბრაიანტი ცხოვრობდა და ვილა, რომელიც რეკოდრულ თანხად გაყიდა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ტრაგიკულად გარდაიცვალა და უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. კალათბურთის ვარსკვლავს ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის - მშვენიერი ცოლი, შვილები, საკმაოდ დიდი ქონება, სახლები, აღიარება, საყვარელი მეგობრები... თუმცა სამწუხაროდ, სწორედ ამ ბედნიერების პიკში მოხდა უბედური შემთხვევა და ის მოულოდნელად დაიღუპა, ქალიშვილთან ერთად. 

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა ნიუპორტის რეგიონში მდებარე ვილა, რომელიც, ამ მიდამოებში არსებული სახლებისთვის რეკორდულ თანხად - 6 116 500 დოლარად გაიყიდა. ხმელთაშუაზღვისპირა სახლების სტილში აგებული ვილა კობის ხელში გარემონტდა და გაფართოვდა. აქვს ხედები ოკეანზეც, ქალაქისკენაც და ეზოში
დიდი აუზებიც, სატრენაჟორო დარბაზიც და ბევრი ისეთი კომფორტი, რაც მსგავს ვილებს აქვთ ხოლმე. 





თავად კობი კი ასევე ნიუპორტში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ოღონდ სხვა სახლში, რომელიც 21 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს სახლი 2008 წელს იყიდა 9,45 მილიონ დოლარად. 




კომენტარები

teo-s 2020-02-14 15:31
ზუსტად შენ უნდა თქვა რომ ცხოვრობ, თორემ კობი უკვე - აღარ...
ღმერთს ნუ გავანაწყენებთ უმადურობით...
teo 2020-02-12 12:22
mec unda vtqva rom vcxovrob???

კომენტარის დამატება