ამერიკაში იყიდება სახლი, რომელსაც არაერთი ჰოლივუდური წვეულებისთვის უმასპინძლია

ამბობენ, რომ ამ სახლში მერლინ მონროც კი არის ნამყოფი. ამ საინტერესო წარსულის მქონე სახლში მეპატრონეები 4,5 მლნ დოლარს ითხოვენ. დიახ, ამერიკაში, უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა ისტორიული ლოტი - სახლი, რომელიც ადრე ცნობილ მუსიკოსს, რეიუ ენტონის კუთვნილება გახლდათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლი 4,5 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ცნობილმა მუსიკოსმა ეს სახლი ჯერ კიდევ 1952 წელს შეიძინა და ხმაურიან წვეულებებსაც ხშირად აწყობდა. ბევრი ცნობილი ვარსკვლავი ყოფილა ამ სახლის სტუმარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა ისიც კი თქვა, რომ ერთხელ წვეულება სპეციალურად მერილინ მონროსაც კი
მოუწყო.


2018 წლიდან სახლს ახალი მეპატრონეები ჰყავს - კელი სტოუნი და ბრიუს სინგერი, შერონ სტოუნის და და სიძე. მათ სახლი დაახლოებით 20 წლის წინ შეიძინეს და წარმატებით აქირავებდნენ. 
სახლის მთავარი ნაწილი ესპანურ სტილშია, მუქი ნარინჯისფერი სახურავითა და თეთრი კედლებით.

650 კვ.მ ორსართულიან სახლში რვა საძინებელი და აბაზანაა, ასევე დიდი მისაღები, სამზარეულო და დახურული ტერასა.
სახლის გარშემო კი უზარმაზარი ტერიტორიაა ულამაზესი ბაღით, აუზით, ავტოფარეხით და შენობით სტუმრებისთვის.


კომენტარის დამატება