გვინეტ პელტროუს ოცნების სახლი და ნივთები, რომლებიც თავად შეარჩია ინტერიერისთვის

ცნობილი მსახიობის ოცნებას არქიტექტორებმა შეასხეს ფრთები. ამ სახლში გვინეტი მეუღლესთან - პროდიუსერ ბრედ ფელჩაკთან და შვილებთან ერთად დასახლდა. წინა სახლისგან განსხვავებით, სადაც მთელი აქცენტი ბუნებრიობაზე იყო, ბოსტანზე და ორგანულ უტოქსინო პროდუქტებზე, ახალ სახლში აქცენტირებულია კომფორტი და თანამედროვეობა. 

აქ ყველაფერი ნაფიქრი და გააზრებულია და გვინეტმა თავად შეარჩია ბევრი რამ - ჭაღებიდან დაწყებული, დეკორის ნივთებით დამთავრებული.
"ამ სახლის ძალა ისაა, თუ როგორ ნაზად მუშაობს სივრცეში შუქი, - ამბობს გვინეტი, - პროექტზე მუშაობაში მეც ვიყავი ჩართული და ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა სივრცე სწო
რად, რა მოსწონს ოჯახის თითოეულ წევრს და როგორ გაგვეტარებინა დრო ერთად კომფორტულად. აქ აქცენტებია ურთიერთობებზე და ემოციებზე". 
სახლი მონტესიტოშია, რომელიც გვინეტს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან უყვარს. "ეს ნამდვილი საგანძურია ყველა ამერიკულ საკურორტო ადგილს შორის". 


არქიტექტორებმა გააერთიანეს პარიზული ინტერიერების სიმსუბუქე და ჰაეროვნება და ტრადიციული სოფლის სახლების ძალა, ამ ორი სტილის ნაერთია ეს პროექტი, რომელიც სიძველესაც ასხივებს. ელექტრობა მზის ბატარეებით გამომუშავდება, ხოლო გამომუშავებული წყალი მთლიანად მიდის ბაღისა და ბოსტნის მორწყვაზე.

სახლს აქვს სპა-ზონა, დიდი მისაღები, სამზარეულო, აუზი, დიზაინერული ნივთები, ნახატები და საერთო ჯამში საკმაოდ ლამაზია. 





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები