8 საძინებელი, 9 აბაზანა, მუსიკალური სტუდია... - რიჩარდ გირი თავის სახლს 28 მლნ დოლარად ყიდის

ჰოლივუდის ვარსკვლავმა რიჩარდა გირმა ერთ-ერთი ქალაქგარეთა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს სახლის მის საკუთრებაში 20 წელზე მეტ ხანს იყო. ფასიდან გამომდინარე გასაგებია, რომ სახლი საკმაოდ კარგია.


სახლი 20 ჰექტარ მიწაზეა აშენებული, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ პაუნდ რიჩში.
რიჩარდ გირის ეს მამული ყველაზე დიდ აგარაკთა სიაში შედის, რომელიც ნიუ-იორკიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ გზაზეა.



სახლი 2000 წელს აშენდა. გარდა ძირითადი, საცხოვრებელი ნაგებობისა, შემადგენლობაში შედის საშინაო ოფისი, ნაგებობა მომსახურე პერსონალისთვის, სტუმრებისთვის, ავტოფარეხი და სარდაფი. გარდა ამისა, აქ არის საჯინიბო, სრულფასოვანი ფეხბურთის სტადიონი, ჩოგბურთის კორტი,
აუზი ლაუნჯ-ზონით და საზაფხულო პავილიონი ტბის პირას. ყველა ეს ობიექტი მრავალწლოვან ხეებშია მიმალული.



აღსანიშავია, რომ მამულში უკაცრიელი კუნძულიც არის, რომელთანაც ტბაზე ნავით მიცურება არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ ძირითადად ყველაფერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი.

სახლში არის 8 საძინებელი, ბიბლიოთეკა, 9 აბაზანა, მუსიკალური სტუდია, 2 დიდი გარდერობის ოთახი, რამდენიმე ოთახი ერთროულად გადის ტერასაზე. ამ საოცარი სახლის საწყისი ფასი 28 მლნ აშშ დოლარია.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები