სახლი, სადაც ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად დასახლდებიან

წყვილი, რომელიც ერთმანეთს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ხვდებოდა, როგორც იქნა, დაქორწინდა. მოდით ვნახოთ, როგორ სახლში იცხოვრებენ ახალდაქორწინებულები.

- ჩვენ ეს გავაკეთეთ. სიყვარულია მშვენიერი და ძალიან კეთილია. ასევე მომთმენი, დიახ, მომთმენი, რადგან ის ჩვენ მთელი 20 წელი გველოდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. მართალია, როდესაც ამბობენ, ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, სიყვარულიაო, ღმერთის ძალიან მადლიერები ვარ, ლოდინი ნამდვილად ღირდა, სიყვარულით ჯენიფერ ლინ აფლეკი, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ბენ აფლეკმა და ჯეი ლომ ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ერთ-ერთი ფილმის
გადაღების დროს. რამდენიმე თვეში კლიპზე ერთად მუშაობა დაიწყეს, 2002 წლის ნოემბერში კი ოფიციალური განცხადება გააკეთეს ნიშნობის შესახებ. ქორწილი 2003 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა... ნიშნობა ჩაიშალა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


და აი, 20 წლის შემდეგ მეორე მცდელობამ გაამართლა. 16 ივლისს ნევადას შტატში ოფიციალურად დაქორწინდნენ. ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის გაზაფხულზე კი წყვილმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში სახლი იყიდა.

სახლი, რომლის ფართიც 1800 კვ.მ-ია, ადრე მილიარდერ ტოდ ლემკინს ეკუთვნოდა. წყვილმა ამ სახლში 50 მლნ დოლარი გადაიხადა, თუმცა საწყისი ფასი 65 მლნ გახლდათ.

აქ არის 10 საძინებელი და 17 აბაზანა. დიდი მისაღები ოთახი ბუხრით, 4 სამზარეულო, სასადილო ოთახი და უზარმაზარი საგარდერობე ოთახები. გარდა ამისა, კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი და რა თქმა უნდა, აუზი.
ახალგაზრდა წყვილის სახლის ინტერიერი თანამედროვე ამერიკულ სტილშია.




კომენტარის დამატება