კიმ კარდაშიანმა მალიბუში სინდი კროუფორდის სახლი 70 მლნ დოლარად იყიდა - დაათვალიერეთ

ეს საოცარი სახლი დიდი ნაკვეთით და ხედით ოკეანეზე სუპერ ვარსკვლავს 70,4 მლნ დოლარი დაუჯდა.
ბოლო წლების გამორჩეულ ვარსკვლავს მოვლენებით დახუნძლული წელი ჰქონდა. ბოლო ოცი თვის განმავლობაში მოდის დედოფალმა და ბიზნეს ლედიმ მოასწრო და დაშორდა რეპერ კანიეი უესტს. მასთან დაშორების შემდეგ ბედი მსახიობ პიტ დევიდსონს დაუკავშირა, თუმცა, სამწუხაროდ,  მალევე მასაც დაშორდა, სამაგიეროდ  გახდა ოფიციალური მილიარდერი. ავღანეთის ქალთა საფეხბურთო კლუბს თალიბების რეჟიმისგან თავის დაღწევაში დაეხმარა და ყველაფერ ამასთან ერთად კალიფორნიაში იურიდიული განხრით გამოცდებიც  ჩააბარა.

არც საკუთარი ბრენდების მართვა დავიწყებია. ყველაფერ ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში,  ზრდიდა ოთხ შვილს და ჟურნალ-გაზეთების
პირველ გვერდებსაც ამშვენებდა. არც მოდურ წვეულებებსა და საღამოებს გამორჩენია, ერთი სიტყვით, ამ წელს იგი მთელი 100 %-ით დაიხარჯა.


არანაკლები წარმატებული აღმოჩნდა ეს წელი მისთვის უძრავი ქონების შესყიდვის მხრივაც. გასაყიდად გამოიტანა სახლი, რომელიც რეპერთან ცხოვრების დროს შეიძინა, ასევე ყოფილი ქმრისგან 23 მლნ დოლარად გამოისყიდა სახლი კალაბასაში, რომელშიც 2014 წლიდან ცხოვრობდა. სულ ცოტა ხნის წინ კი მალიბუში იყიდა საუცხოო სახლი, რომელიც სინდი კროუფორდს ეკუთვნოდა. ამ სახლში 70,4 მლნ, დოლარი გადაიხადა.


თავდაპირველად ვილა 99 მლნ დოლარად იყიდებოდა, თუმცა ეს სახლი ახლაც კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად მიიჩნევა.


ხმელთაშუა ზღვის სტილში აშენებული 2-სართულიანი სახლი 692,13 კვ.მ-ს მოიცავს. პირველი სართული აერთიანებს სამზარეულოს, სასტუმროს და ვერანდაზე გადის.

საძინებელში, საწოლების გარდა, არის მოსასვენებელი ზონა ბუხრით. აქ არის დიასახლისის ორი აბაზანა და დიდი გარდერობის ოთახი. საკუთარი აბაზანა დანარჩენ  საძინებლებსაც აქვს. ერთ-ერთ სტუმრების ოთახს თავისი სამზარეულოც კი აქვს. სახლში ასევე არის დიდი სავარჯიშო დარბაზი და სახლის კინოთეატრი.

=
ახალი მეპატრონის საკუთრებაში შედის  სპა ცენტრი, აუზი, პლაჟი სტუმრებისთვის ოკეანის სანაპიროზე, რამდენიმე დიდი, ღია ტერასა. სახლიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე არის საცხენოსნო კლუბი, ჩოგბურთის კორტი, რესტორნები, კლუბები და ა.შ.

1

კომენტარის დამატება