გამჭვირვალე სტიკერი კაფელზე – კიდევ ერთი სიახლე, რომ რემონტის გარეშე გადაახალისოთ სახლი

ხანდახან არ გვაქვს იმის საშუალება, ფინანსური და ფიზიკური, რომ სახლში ყველაფერი გამოვცვალოთ, მაგალითად, კაფელი სამზარეულოში ან აბაზანაში. არადა, მობეზრებული გვაქვს ერთი და იგივე ვიზუალი. ასეთ შემთხვევებში დიზაინერები ახალ გამოსავალს გვთავაზობენ - სტიკერებს, რომლებითაც შეგიძლიათ გადაახალისოთ კაფელი. თანაც, ბაზარზე გამოვიდა ისეთი სტიკერები, რომლებიც იდეალურად ერწყმის სამზარეულოსა და აბაზანის კაფელ, შესანიშნავად უძლებს წყალსა და ტემპერატურის ცვალებადობას, მისი გარეცხვაა შესაძლებელი.

სტიკერის სურათი დატანილია გამჭვირვალე ფურცელზე, ამიტომ მისი დაწებება ძალიან ადვილია. ისეთი ზომის სტიკერის შერჩევაც შეიძლება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კაფელს დაფარავს.
ასეთი სტიკერით ძალიან
ადვილად შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი კაფელის ნებისმიერი ხარვეზი.

რჩევა: იმისათვის, რომ თქვენი აბაზანა ან სამზარეულო შეუდარებელი იყოს, გირჩევთ, სტიკერი ღია ფერის კაფელს დააკრათ და ფერი კარგად შეარჩიოთ.


კომენტარები

მარინა 2020-10-03 22:36
სად შეიძლება სტიკერის შეძენა და რა ღირს.
ქეთი 2019-09-17 19:45
სად შევიძინო კაფელის სტიკერი და საშუალოდ რა ღირს
ქეთი 2019-09-13 01:47
სამზარეულოს და აბაზანის სტიკერი სად შევიძინო და რა ღირს
მარინა 2018-03-10 19:40
სად შეიძლება კაფელის სტიკერი შევიძინო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები