სხვენში შპალერის ნარჩენები აღმოვაჩინე - ახლა ჩემს სახლს ვეღარ იცნობთ

როგორ განვაახლოთ ავეჯი ზედმეტი დანახარჯის გარეშე, როგორ მოვიქცეთ, თუ შემთხვევით სხვენში შპალერის ნარჩენები აღმოვაჩინეთ?

შპალერის ნარჩენების გამოყენების 12 კრეატიული იდეა

1. ავეჯის განახლება
დარჩენილი შპალერით შეგიძლიათ გადაასხვაფეროთ ღია თაროები, სტელაჟები, შეგიძლიათ გააახლოთ ფასადი.

2. საწოლის თავი
შეგიძლიათ საწოლის თავზე ორიგინალური პანო გააკეთოთ

3. საბავშვო ოთახი
აქ შესაძლოა გასაქანი მისცეთ ფანტაზიას, საბავშვო ოთახში შპალერების ნარჩენებით უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

4. დეკორატიული კედელი
თუ ძველი შპალერო მოგბეზრდათ, შეგიძლიათ გადააწებოთ ახალი და კედელი გადაახალისოთ.

5. მაგიდის ზედაპირი
ჟურნალის მაგიდის გასალამაზებლად წებო სულაც არ დაგჭირდებათ,
შპალერის ნაჭერი და შუშა საამისოდ აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

6.შპალერი ჩარჩოში
ყველაზე მარტივია შპალერის ჩარჩოში მოთავსება. შექმენით კომპოზიცია და გაალამაზეთ ინტერიერი.

7. კიბე
კიბის დეკორისთვის გამოგადგებათ ისეთი შაპელერის ნაჭრები, რომლის გადაყრაც რემონტის შემდეგ გინდოდათ, რადგან ისინი სულ სხვადასხვა ფორმის იყო.

8. აბაჟური
შპალერის სულ პატარა ნაჭრისგან აი, ასეთი ლამაზი აბაჟურის გაკეთებაა შესაძლებელი.

9. პეჩვორქი
რამდენიმე სხვდასხვა სახის შპალერისგან შესანიშნავი პეჩვორქის გაკეთება შეგიძლიათ.

10. აქცენტი ერთ კედელზე
ეს ხრიკი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ახალისებს საერთო ინტერიერს. მისი საშუალებით ოთახის ზონირებაც არის შესაძლებელი და აქცენტის გაკეთებაც.

11. ინტერიერის ნივთები
შპალერის ნარჩენები ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნივთის დეკორირებისთვის.

12. შპალერის ყვავილები
ასეთი დეკორის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ქაღალდისგან, ისე შპალერისგან.

კომენტარის დამატება