თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი - "გვსურს, აქაურობა აგროჰაბად იქცეს"

30 წლის წინ თბი­ლი­სელ­მა ცოლ-ქმარ­მა დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რე­ნი გულ­და­გულ შე­მო­ი­ა­რა - ად­გილს ეძებ­დნენ, რომ და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ასე­თი ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­თან ახ­ლოს, სო­ფელ მარ­ტყოფ­თან. მი­წის შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე შრო­მას შე­უდ­გნენ, იქ მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბა კი მხო­ლოდ მე­ხუ­თე წე­ლია, გა­და­წყვი­ტეს. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, მე­ურ­ნე და ბიზ­ნეს­მე­ნი გუ­ლი­კო ფან­ჩუ­ლი­ძე სა­უბ­რის და­სა­წყის­ში ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

- ეს კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" და­სახ­ლე­ბაა, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ადრე კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­უ­ნა­წი­ლეს, სა­დაც ეს და­სახ­ლე­ბა გა­ა­შე­ნეს. ის­ტო­რი­უ­ლად ბრო­წე­უ­ლა ბრძო­ლის ვე­ლია, აქ გა­ი­მარ­თა ცნო­ბი­ლი მარ­ტყო­ფის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.
აქ და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ვაზი
დავრგეთ და ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნეთ. ვუვ­ლით ყუ­რძენს, ქვევ­რებ­ში ვა­ყე­ნებთ ღვი­ნოს. არ არ­სე­ბობს ჩვენ­თან სუფ­რა, რომ ამ ველ­ზე და­ცე­მუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი არ შე­ის­ვას, ჩვენ­თვის ამ ყვე­ლა­ფერს ასე­თი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. ვე­ნა­ხის გარ­შე­მო ქარ­სა­ცა­ვად ბრო­წე­უ­ლა­ში მხო­ლოდ ბრო­წე­უ­ლის ღო­ბე­ე­ბი გვაქვს. ეს სა­ხე­ლიც აქა­უ­რო­ბას ხომ ამ დაღ­ვრი­ლი სის­ხლის გამო შე­არ­ქვეს... ულა­მა­ზე­სია, რო­დე­საც ისი­ნი ყვა­ვი­ან... ქა­რის­გან ხომ იცავს, გემ­რი­ელ ნა­ყოფ­საც ის­ხამს და ვე­ნა­ხის ფონ­ზე ლა­მაზ გა­რე­მოს ქმნის. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც ბრო­წე­უ­ლის კრე­ფის პე­რი­ო­დია, "ბრო­წე­უ­ლო­ბას" აღ­ვნიშ­ნავთ - ასე და­ვარ­ქვით.- ესე იგი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­დით თქვენს გა­რე­მოს...

- ამ ად­გი­ლის შე­ძე­ნა იმის­თვის გვინ­დო­და, რომ ასაკ­ში რა­ღაც ნავ­სა­ყუ­დე­ლი გვქო­ნო­და, მერე ნელ-ნელა შევ­ყე­ვით, ვე­ნახს მა­რა­ნი მოჰ­ყვა, ქვევ­რე­ბის ჩაყ­რა. ბევ­რი არა, მაგ­რამ 5 ტო­ნამ­დე ყუ­რძე­ნი მოგ­ვყავს. ჩაყ­რი­ლი გვაქვს ჩი­ნუ­რი, თავკვე­რი, ცო­ტა­ო­დე­ნი გო­რუ­ლი მწვა­ნე, პინო. კი­დევ ბევ­რი სხვა ჯი­შია. ახლა ვა­შე­ნებთ შავ­კა­პი­ტოს.

- ქვევ­რებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით აყე­ნებთ და შემ­დეგ ბოთ­ლებ­ში ას­ხამთ?

- კი, მა­რან­ში ამის­თვის იტა­ლი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნი­კა გვაქვს, "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტით მო­ვი­პო­ვეთ. ღვი­ნოს ახ­ლობ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში კი ვა­ნა­წი­ლებ­დით, მაგ­რამ მერე ვი­ფიქ­რეთ, მოდი, ცოტა კო­მერ­ცი­უ­ლიც გავ­ხა­დოთ, იქ­ნებ მო­გე­ბაც ვნა­ხოთ-მეთ­ქი? აქა­ურ­მა მო­სა­ვალ­მა უკვე ბოთ­ლებ­ში ჩას­ხმულ­მა, სხვა სახე მი­ი­ღო. გა­დის ექ­სპორტზეც, მარ­თა­ლია, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მაგ­რამ აგე­მოვ­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. წე­ლი­წად­ში 10 000 ბოთ­ლი გა­მო­დის.
მხო­ლოდ ბი­ო­დი­ნა­მი­კუ­რი მე­თო­დე­ბით მოგ­ვყავს მო­სა­ვა­ლი - ყუ­რძე­ნი იქ­ნე­ბა თუ ხილი. არა­ნა­ირ სა­წამ­ლავს არ ვი­ყე­ნებთ, რად­გან საქ­მე ჯერ ბი­ო­ლო­გი­ურ ასო­ცი­ა­ცია "ელ­კა­ნას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბით და­ვი­წყეთ და ახლა ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი ვართ. ისი­ნი გვი­მოწ­მე­ბენ, რა სა­სუქს, რა შე­სა­წამ­ლავ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ. ხე­ე­ბის­თვი­საც არ შე­იძ­ლე­ბა შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი, თა­ნაც თუ მათ­თან ახ­ლოს არის ვე­ნა­ხი. ეს პრო­დუქ­ტიც ჩვენ­თვის გვინ­და და ქი­მი­ით არ ვშხა­მავთ. მარ­თა­ლია, მო­სა­ვა­ლი ასე უფრო ცოტა მო­დის, ვიდ­რე ქი­მი­უ­რი წამ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ხა­რისხზე უფრო ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი