როგორ შევარჩიოთ კარადები პატარა ფართის ბინისთვის - ბევრი კარგი იდეა

იმისათვის, რომ სახლი მყუდრო და კომფორტული იყოს, აუცილებელია, რომ ყველა დეტალი იყოს ფინქციური და ესთეტიური, ყოველდღიური მოხმარების ნივთები კი კარადაში უნდა ინახებოდეს.
როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში კარადის ადგილი არ გვაქვს? იმისათვის, რომ კარადის ადგილი მოიძებნოს, პირველ რიგში უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომ კარადა დიდგაბარიტიანი ნივთია, აუცილებლად უნდა იდგეს კედელთან და უნდა იკავებდეს ოთახის ნახევარს.

როგორ შევარჩიოთ კარადა
იმისათვის, რომ იყიდოთ კარადა პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ რის შესანახად გინდათ ის, აიღოთ ზომები, მისცეთ შეკვეთა და გადაიხადოთ თანხა. გირჩევთ, თუ რა თქმა უნდა
ამის საშუალება არის, დიზაინერის რჩევებიც გაითვალისწინოთ.

1. ეს ნივთი შესაძლოა გამოგადგეთ ოთახის გადასატიხრად და ამავე დროს კარადის ფუნქციაც შეასრულოს.

2. ძალიან ხშირად ფანჯრის ქვეშ ადგილი ცარიელი რჩება ხლმე. თუ ამ ადგილას რადიატორები არ გაქვთ, შეგიძლიათ კარადები განათავსოთ.

3. კიდევ ერთი ვარიანტი - ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა აქციოთ სამუსაო ზონად მრავალი პატარა სათავსოთი.

4. არც ტარდიციულ ვარიანტზე, კედელთან განთავსებულ კარადაზე ღირს უარის თქმა. კარადის კარს კი სარკეებს თუ გაუკეთებთ, უფრო დიდ ვიზუალსაც მიიღებთ.

5. არც კუთხის ვარიანტია ცუდი.

6 .ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიის ათვისება სხვაგვარადაც შესაძლებელია, მაგალითად მოსასვენებელი ზონის მოწყობით.

7. ასევე ძალიან აქტუალურია კარადის განთავსება აბაზანაში. ყველაზე ხშირად ირჩევენ კარადების ადგილს სარეცხის მანქანის თავზე.

8. ტუალეტში კი მსგავსი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

9. საძინებელში კი კარადის განთავსება საწოლის თავზეც არ არის ცუდი ჩანაფიქრი.

10. არასტანდარტული კარადა შესაძლოა ყველაზე ტევადი გამოვიდეს.

11. ნუ დაივიწყებთ აივანსა და ლოჯს, თუ რომელიმე გაქვთ, თამამად გამოიყენეთ კარადების ჩასამონტაჟებლად.

საქმის გასამარტივებლად კი გირჩევთ კარადისთვის სახლში ჯერ ადგილი შეარჩიოთ, შემდეგ კი იმაზე დაფიქრდეთ, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი კარადა.
და ბოლოს, გახსოვდეთ, კარადა ფუნქციონალური ნივთია, რომელმაც უნდა იტვირთოს სამუშაო და არა დეკორატიული ფუნქცია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები