მოგრძო და ვიწრო ფორმის სკამი ინტერიერში: 6 პრაქტიკული იდეა

მოგრძო და ვიწრო ფორმის სკამი ინტერიერის პატარა და პრაქტიკული საგანია. ხშირად მათ ვერ ვაფასებთ და გვავიწყდება, თუ რამდენად მოსახერხებელი და გამოსადეგია. გთავაზობთ 6 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის მოწყობაში.

1. გრძელი სკამი შემოსასვლელში

ყველაზე გავრცელებული ვარიანტია - სკამი შემოსასვლელში, რომელიც არა მარტო ალამაზებს ამ ზონას, არამედ ქმნის კომფორტს. ის მოსახერხებელია ფეხსაცმლის ჩაცმის დროს, შეგიძლიათ დროებით მოათავსოთ ტანსაცმელი, მაღაზიიდან დაბრუნებისას მასზე დადოთ პროდუქტით სავსე პარკები ან ჩანთა და ა.შ.

2. საკითხავი კუთხე

გრძელი სკამი მარტივად შეიძლება აქციოთ დივნად, თუ მასზე მოათავსებთ რბილ
ბალიშებს, მოაწყობთ კუთხეს კითხვითვის, სამუშაოდ ან ლაუნჯ-ზონას ფანჯარასთან. ეს გადაწყვეტილება პატარა ადგილს იკავებს, გამოიყურება მოდურად და თანამედროვედ - გამოდგება თითქმის ნებისმიერი ინტერიერისთვის.

ხოლო, თუ სახლს აივანი ან ტერასა აქვს, გრძელი სკამი ბალიშებით ნამდვილი აღმოჩენა იქნება. გარშემო ქოთნებში ცოცხალი მცენარეები კი საშუალებას მოგცემთ ქალაქში ისე იგრძნოთ თავი, თითქოს ბუნებაში ისვენებთ ან მუშაობთ.

3. სკამები სამზარეულოში

სამზარეულოში სხვადასხვა ფორმისა და ზომის სკამების გამოყენება ცნობილი დეკორატიული ხრიკია, რაც სივრცეს ინდივიდუალობას სძენს.

თუ ამ ყველაფერს გრძელი ფორმის სკამსაც დაუმატებთ, ფინალური აკორდი კიდევ უფრო ეფექტური გამოვა.

4. სკამები საძინებელში

მოგწონთ სასტუმროებში საწოლთან განლაგებული ტაბურეტები? შეგიძლიათ ამ იდეით ისარგებლოთ და მსგავსი ინტერიერი საკუთარ სახლში მოიწყოთ. საწოლთან დადგმული ტაბურეტები შვებულებასა და შორეულ ქვეყნებში დასვენებას მოგაგონებთ.

სურვილისამებრ ყოველთვის შეძლებთ მის გადაადგილებას.

5. სკამები შემნახველი სისტემით

სკამქვეშა ადგილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც შემნახველი სისტემა. მსგავსი ვარიანტი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოსასვლელებსა და დერეფნებისთვის, ასევე ნებისმიერ პატარა სივრცეში, სადაც ჩვეულებრივი ავეჯი ვერ განთავსდება.

6. გრძელი სკამები ზონირებისთვის

დივანთან დადგმული გრძელი ტაბურეტი მარტივი ხერხია „ოთახში ოთახის“ შესაქმნელად და სივრცის ზონირებისთვის ყოველგვარი ტიხრების გამოყენების გარეშე. თუ მასზე ქოთანში ჩარგულ ყვავილს დადგამთ, ეს კუთხე კიდევ უფრო მყუდრო გამოვა.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები