სახლის ვინტაჟური ელემენტები, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა

თუ ძველებური სახლის მეპატრონე ხართ, ნუ იჩქარებთ სახლის სრულად მოდერნიზებას, ზოგიერთი ვინტაჟური ელემენტი აქტუალობას არასდროს დაკარგავს და თანამედროვე ტენდენციების მიუხედავად ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.

პარკეტის იატაკი

ძველი პარკეტის იატაკის აღდგენა 99 % შემთხვევაში ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ახლის დაგება, პარკეტის იატაკები ძველებური სახლების მთავარი ფასეულობაა და რაც მთავარია, ეკოლოგიურად ჯანსაღია.

ლამაზი ფანჯრები
თანამედროვე ფანჯრები ბევრად ენერგოეფექტურია, ვიდრე ძველი, თუმცა უფრო მოსაწყენი. ის ვერ შეედრება დაბურულ ვიტრაჟებს, რომელიც ასე პოპულარული იყო მე-20-საუკუნის დასაწყისში, ან ხის ჩარჩოების იერსა და სიჯანსაღეს.

ჩაშენებული კ
არადები
ჩაშენებული სტელაჟები და წიგნების თაროები არა მარტო ლამაზად გამოიყურება, ადგილის ეკონომიასაც აკეთებს.

მოლდინგი და ხის სხვა ელემენტები
ხის ორიგინალური ელემენტები სახლში მოდიდან არასდროს გადავა. მათი განახლება და თუნდაც გადაღებვა ყოველთვის შესაძლებელია.


ვერანდა
ვერანდა ყოველთვის იყო და იქნება სახლის სერიოზული დამამშვენებელი ნაწილი და ასევე საცხოვრებელი ადგილის გაფართოების ერთ-ერთი ვარიანტი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები