ყველაზე ტრენდული კერამიკული ფილები - რა არის დღეს აქტუალური?

თუ გინდათ, რომ ტრენდული აბაზანა გქონდეთ, შეარჩიეთ სათანადო კერამიკული ფილები. რა არის დღეს აქტუალური? გთავაზობთ დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და ტრენდული ფილების ჩამონათვალს.

1. მსხვილი ფორმატი



მოდურია მინიმალიზმი,მოკრძალება, თავდაჭერილობა და უბრალოება. ასევე სივრცე, თუმცა ხანდახან გვინდა რაღაც უჩვეულო. რაც ნაკლებია ზღვარი და კუთხე, მით უკეთესი. ბევრი ნაწიბური და კუთხე ინტერიერს სიმყუდროვეს უკარგავს. დანაწევრებას შესაძლებელია გვერდი ავუაროთ მსხვილი ფილებით.


2. უჩვეულო ფორმა


ყველსათვის ნაცნობია ოთკუთხედები, თუმცა დღეს ბაზარზე გამოჩნდა ბევრი ფორმის ფილა - ოვალური, სამკუთხედი, მართკუთხედი, მრგვალი ფორმაც კი. აღარაფერს ვამბობთ ფერებზე და
ფერისა და ფორმის აღრევაზე.

3. მოცულობა


ფორმატი მხოლოდ სიბრტყეზე როდია დამოკიდებული. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც კედელი იდეალურად სწორი უნდა ყოფილიყო. დღეს რელიეფი დახვეწილი გემოვნების ნიშანია.

4. ბუნებრივი მასალების იმიტაცია


ეკოლოგიურად სუფთა მასალა ყოველთვის მოდაში იყო და აქტუალობას ალბათ არც არასდროს დაკარგავს, თუმცა ნატრალური ქვა, ხე და ა.შ. ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა ამ მასალების იმიტაცია. არსებობს ფილები, რომელიც იმიტაციას ახდენს არა მარტო ვიზუალის, არამედ ტექსტურის და ასეთი ფილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

5. ოპტიკური ილუზიები


პრინტები, მსხვილი ნახატები, მსგავსი საშუალებები ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც არ არის საშუალება გამოიყენოთ რელიეფური ფილები. თან, ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება თანამედროვე ინტერიერში.

6. ტერაცო

ეს მასალა ყოველთვის მოდაშია, აქტუალურია ასევე მისი იმიტაცია. ფილები ტერაცოს იმიტაციით ძალიან ლამაზად, დახვეწილად და ორიგინალურად გამოიყურება, ბევრად თანამედროვედ, ვიდრე უკვე მობეზრებული პეჩვორქი და თან სულაც არ არის ისეთი მკაცრი და გრაფიკული, როგორიც პოპულარული გეომეტრია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები