უშპალერო სახლები, ფანჯრიანი აბაზანები - როგორ სახლებში ცხოვრობენ იტალიელები


აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრნი საკუთარი სახლების დეკორს დიდი სერიოზულობით ეკიდებიან. ეს იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის 80 %-ისთვის სახლი საკუთრებას წარმოადგენს. მაინც, რა არის მათ ინტერიერში ჩვენთვის უჩვეულო?

არავითარი შპალერი

იტალიელები მიიჩნევენ, რომ შპალერი აბსოლუტურად უსარგებლო დეტალია, რომელიც აგროვებს მტვერს და აპატარავებს სივრცეს, ამიტომ მათ კედლები მხოლოდ თეთრი საღებავით არის დაფარული.

კერამიკული ფილები

იტალიელები კერამიკულ ფოლებს მხოლოდ სველ წერტილებში როდი იყენებენ, ასეთი ფილები მთელ სახლში გამოიყენება. დიზაინერები ამას ისტორიულ კანონზომიერებას უწოდებენ - გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე იტალიელები ქვას ძალიან მიეჩვივნენ. გარდა ამისა, ასეთ
ფილები ძალიან მარტივი მოსავლელია.

ხის ბუფეტი

ინტერიერის ეს აუცილებელი დეტალი თითქმის ყველა ოჯახში შეგხვდებათ. ის ტყუილად კი არ უდგათ სახლებში, როგორც წესი, მის გარშემო სიცოცხლე ჩქეფს. ბუფეტში ინახავენ მაკარონს, ბურღულეულს და ტკბილეულს.

დამცავი ჟალუზები



იტალიაში ფანჯარაზე ჟალუზი ნორმაა. ხის დარაბებიც სახლის ყველა სართულსა და ტიპზე გამოიყენება. ეს მათ იცავს არა მხოლოდ მცხუნვარე მზისგან, არამედ ბოროტმოქმედებისგანაც.


ბიდე

ეს იტალიურ სველი წერტილის მთავარი ატრიბუტია, მის გარეშე იტალიელებს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

რესტავრირებული ავეჯი



აქ არავინ ყრის ბებია-ბაბუების ნაქონ ავეჯს, როგორც წესი, ძველ ნივთებს რესტავრაციას უკეთებენ და შემდეგ დიდი სიამოვნებით მოიხმარენ.

კორიდორის არქონა

ამ სივრცეზე საცხოვრებელ სახლებში იტალიელებმა 30 წლის წინ თქვეს უარი. მთელი წლის განმავლობაში თბილი ამინდების წყალობით მათ კორიდორი, შესასვლელი, უბრალოდ არ სჭირდებათ.

ფანჯარა აბაზანაში


ეს დეტალი მათ აძლევს საშუალებას, დაზოგონ ელექტროენერგია და თავიდან აიცილონ დახშული სივრცე. იტალიაში ისეთი ბინის გაყიდვა, რომლის აბაზანასაც არ აქვს ფანჯარა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

სასადილო მაგიდა მისაღებში

იტალიური სახლის მთავარი ღირსშესანიშნაობა სასადილო მაგიდაა მინიმუმ 6 კაცზე. ეს ოჯახის თავშეყრის მთავარი ადგილია.

ღია აივანი


იტალიელებისთვის აივანი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ისინი მას ლამაზად აწყობენ ავეჯითა და მცენარეებით.

რადიატორი კარის უკან

იტალიაში რადიატორებს შესასვლელი კარის უკან ათავსებენ და არა ფანჯრის ქვეშ, როგორც ჩვენთან. მშენებლების აზრით, ეს ბევრად ეკონომიურია.

მრავალდონიანი განათება

იტალიელებს ძალიან უყვართ დეტალების ხაზგასმა განათების საშუალებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები