როგორ გავახალისოთ მოსაწყენი ოთახი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - იდეები ერთი ოჯახის მაგალითზე

ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ფონზე ვნახავთ, როგორ ცვლის მცირე დეტალები და არა სრული რემონტი, ინტერიერს. ამ ოჯახის დიასახლისს ძალიან რთული სამსახური აქვს და სახლში დაბრუნებულ განსაკუთრებული სიმშვიდე და სიმყუდროვე სჭირდებოდა. მეორე ნახევართან სულ კამათი ჰქონდა იმის გამო, როგორ გაერემონტებინათ ახალი ნაყიდი ბინის საძინებელი. დასახმარებლად დიზაინერს მიმართეს.


მან გადაწყვიტა, შეეცვალა ოთახში დეტალები და პოზიტიურ სივრცედ ექცია.
ფარდების ადგილი ოთახში არ აღმოჩნდა, ის სივრცეს იპარავდა, ამიტომ ფარდებიც ჩამოიღეს. ოთახში არაფრის დანგრევა არ გამხდარა საჭირო. მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მთავარი პრობლემა იყო ფერი.
შპალერის
ნაწილი ოთახში დატოვეს და გადაღებეს ტერაკოტის ფერში. ამ ფერზე დაცემული მზის შუქი მას ძალიან ათბობს და ამშვიდებს. კედლების ნაწილი კი ახალი შპალერით გაალამაზეს.

ავეჯიც ახლით შეცვალეს. შეიძინეს ლამაზი ვინტაჟური კომოდი და სკამი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ბოლოს გადაღებეს აკრილის საღებავებით, მწიფე ქლიავისაა და ოქროსფერში. თაროდან აიღეს ხატები და კომოდსა და მის მიმდებარე კედელზე განათავსეს. კომოდის გვერდით მოათავსეს ორი ახალი კარადა ტანსაცმელებისთვის.

ნარინჯისფერმა ტონებმა საძინებელს დამატებითი სითბო და სიმყუდროვე მიანიჭა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები