ცნობილი ქართველების სახლები ქალაქგარეთ და აგარაკები - რას ნახავთ "შინ"-ის ახალ ნომერში

ჟურნალ „შინ“-ის ზაფხულის ნომერი, საზაფხულო რჩევებით ბაღებზე, აგარაკზე, ტერასის და აუზის მოწყობაზე, ინტერიერის დიზაინზე, ასევე - ბევრი საინტერესო სახლით, უკვე გაყიდვაშია! 

ნომერში ნახავთ, როგორ დავყოთ სივრცე ზონებად, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. დაათვალიერებთ ცნობილი ქართველების სახლებს ქალაქგარეთ, სადაც ისინი თბილისიდან გადავიდნენ საცხოვრებლად - ანა კოშაძის, გია ხუხაშვილის, ნინო ორდენიძისა და გვანცა დარასელიას სახლებს. 
ასევე თვალს გადაავლებთ ქართველი ცნობილების აგარაკებს - გია დავითიანის, მაკა ზამბახიძის, დუტა სხირტლაძის, ლაკო ბუკიას. 

გაიგებთ, როგორ მოაწყოთ საზაფხულო ტერასა და შეარჩიოთ ავეჯი ეზოსთვის. დაათვალიერებთ ცნობილი ქართველი მხატვრის ანტონ ბალანჩივაძის სახელოსნოს და
ნახატებს, და ასევე ქართველი ხელოვანის ნინო ღარიბაშვილის მიერ მოწყობილ სახელოსნოს, საოცარ ეზოს და ნახატებს.
ნახავთ გემოვნებიან აგარაკს შეკვეთილში, რომელიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ააშენა. 

დაათვალიერებთ საუცხოო ეზოს ზუგდიდში.

გაიგებთ ბევრ რამეს ბაღის მოწყობაზე და მცენარეების მოვლაზე შვებულების დროს, ასევე იმას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად აუზის მოწყობისა და შერჩევის დროს, როგორ გამოიყენოთ ძველი ავეჯი სახლსა და ეზოში და როგორ გადააკეთოთ ძველი სერვანდი თუ კომოდი. 

რჩევებს გაგიზიარებენ ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს ბინები და რემონტის გამოცდილებას გაგვანდობენ. 

შეიგრძენით ზაფხულის ფერები და სიხალისე, მრავალფეროვნება და კომფორტი „შინ“-თან ერთად, რომელიც თქვენი სახლის ჟურნალია!

კომენტარები

ლეილა ქავთარაძეს! 2020-07-05 09:00
ასე არ არის ეს! გემოვნება თანდაყოლილი, უჩინარი ნიჭია. ნუ "გავაპუსტიაკებთ" ყველაფერს, ისედაც "გემოვნებიან ნიჭიერთა, დომხალია" ქვეყანაში.
გენო 2020-06-29 14:37
თუ გვინდა შევინარჩუნოთ ეს ლამაზი სახლები და ეზოები, დავფიქრდეთ ცხოვრებაზე.
ტოტო 2020-06-27 14:24
ძალიან ბევრი ფულიანია,რომელსაც არანაირი გემოვნება არ აქვს.აი გემოვნება და ფული ერთად არის კარგი.
ფულთან ერთად ხშირად გოიმებში გოიმური გემოვნება მოდის .მაგალითად....ჩამოვთვალო ?
ლეილა ქავთარაძე 2020-06-26 22:58
ასეთი აგარაკების მოწყობას ფინანსები სჭირდება ბლომად, გემოვნება მოდის როცა საშუალება გაქვს, ასეა ეს

კომენტარის დამატება