ამ კაცმა დანგრეული სარდაფი მშვენიერ აპარტამენტებად აქცია და ახლა ძვირად ყიდის (ფოტოები)

როგორ წესი, წარმატებულ სპორსმენებს ხანგრძლივი ვარჯიშებით დატვირთული გრაფიკის გამო იშვიათად რჩებათ სახლის მოწყობაზე ფიქრის დრო. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს ბრიტანელი სნიუბორდისტის ჯეიმს ბაროუს სახით. შეიძლება ითქვას, რომ ბაროუმ ძველი, ნახევრადდაშლილი შენობების რეკონსტრუქციის საკითხშიც სპორტული ოსტატობა გამოავლინა. ძველი შენობის მისეული ტრანსფორმაცია იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ წარმატებული დიზაინერის სახელიც გაითქვა.
ყველაზე სწრაფი სნოუბორდისტის ტიტულის მფლობელმა და გინესის რეკორდსმენმა ჯეიმს ბაროუმ მიტოვებული შენობების საოცარი გარდასახვით საზოგადოების ყურადღება ისევ მიიპყრო.

განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მისმა ბოლო ნამუშევარმა მოიპოვა. ეს დანგრევის პირას მისული სარდაფი იყო. ბაროუს ის
შემთხვევით არ აურჩევია. სარდაფის თავზე მდებარე სახლი ისედაც მის საკუთრებაში იყო და მის გალამაზებაზე თავის დროზე იზრუნა კიდეც. ჯერი სარდაფზე მიდგა, რომელიც საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედნად თუ გამოდგებოდა. აქ არც ელექტროენერგია იყო და არც სხვა სახის გაყვანილობა. თუმცა ეს არ გახლდათ მთავარი განსაცდელი, რასთან გამკლავებმაც 28 წლის სპორტსმენს მოუწია.


შენობა ჯერ კიდევ 1768 წელს აიგო და არქიტექტურის ძეგლად არის აღიარებული, სარდაფი კი იმ შენობაში მცხოვრები ყველა მობინადრის საკუთრებად ითვლებოდა. მის გამოსყიდვას მთელი წელიწადი დასჭირდა. შემდეგში კი რეკონსტრუქციის ყველა დეტალი სახელმწიფო ორგანოებთან შესათანხმებელი და დასამტკიცებელი იყო. ზოგიერთ ცვლილებაზე კატეგორიული უარიც მიიღო და ალტერნატიული გზები გამოძებნა მოუხდა.
მაგალითად, ქვის იატაკის შეცვლის უფლება არ მისცეს და იძულებული გახდა, ის მაღარო მოეძებნა, რომელიც იგივე ქვას მოიპოვებდა, რომელიც სახლის მშენებლობაში იყო გამოყენებული.
ბაროუს 3 წელი დასჭირდა, რომ სარდაფისგან ასეთი ჰარმონიული სივრცე შეექმნა და შესაბამისი კომუნიკაციებით აღეჭურვა. საბოლოოდ გამოვიდა: მყუდრო საძინებელი, აბაზანა, საერთო ზონა, რომელიც სამზარეულოს, სასადილოს და სასტუმრო ოთახს აერთიანებს.


ალბათ, დაგაინტერესებთ გაწეული ხარჯებიც. სრული რეკონსტრუქციისთვის 137 ათასი დოლარი დაიხარჯა. სამაგიეროდ, 592 ათას დოლარად იყიდება.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები