მოგზაურობა საინტერესო სახლებში, აგარაკებსა და ბაღებში - ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომის ნომერი

ჟურნალ „შინ“-ის შემოდგომის ნომერი, ბევრი საინტერესო და გემოვნებიანი სახლით, რჩევებით რემონტზე, ინტერიერსა და გამწვანებაზე, უკვე გაყიდვაშია!

როგორც ყოველთვის, გელით საინტერესო მოგზაურობა ცნობილი და ნაკლებაც ცნობილი ადამიანების საინტერესო სახლებში, აგარაკებსა და ბაღებში. 

ნომერში დაათვალიერებთ სალომე გოგიაშვილის სამსართულიან ბინას, ეზოთი და ლამაზი ხედებით.

თვალს გადაავლებთ ქეთი ხატიაშვილის ახალ ბინას, რომელიც თავად მოაწყო და ჯერ კიდევ კეთების პროცესშია, გიორგი სუხიტაშვილის "მუსიკალურ" ბინას, ასევე პოეტ ნანა ცინცაძის ხელოვნებით გაჟღენთილ სახლს და ხელოვანი წყვილის - ირაკლი სუთიძისა და ქეთევან კორძახიას ბინის უნიკალურ ინტერიერს.

გაეცნობით ინტერიერის დიზაინერების საინტერესო ინტერვიუებს სახლის მოწყობაზე, სივრცის განაწილებაზე, პატარა ოთახის ვიზუალურად
გადიდებაზე და მოდურ სტილ პეჩვორქზე. წაიკითხავთ საშემოდგომო რჩევებს ხვიარა მცენარეებზე, ეზოს ონკანის დაყენებაზე, ფეხსაცმლის სათავსოზე.

ესტუმრებით იმედა კახიანის აგარაკს, რომელიც წლების განმავლობაში მოაწყვეს და სივრცეები ოჯახის წევრების ინტერესების მიხედვით არის განაწილებული. 

იხილავთ საოცარ ბაღს ასურეთში, რომელიც ორმა მეგობარმა მოაწყო და მისი ანალოგი კავკასიაში არ არის.

ნახავთ ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ბაღდათურ წალკოტს და მისი კოლეგას ანი კერესელიძის ფერად ბინას. თვალს გადაავლებთ მოქანდაკე ნიკოლო მელივას ორიგინალურ ბინას, ეკა ხუნწარიას სახელოსნოს, მზიკო კალანდაძის პატარა მყუდრო ბინას და სამხატვრო აკადემიის 150-წლოვან ისტორიას. ესტუმრებით ნინო აბზიანიძის ვარდებით სავსე ბაღს ქუთაისში და ორიგინალურად მოწყობილ საოჯახო სასტუმროს თუშეთში. გაიგებთ ბევრ საინტერესო რჩევასა და იდეას რემონტზე, ეზოს მოწყობაზე, მცენარეების მოვლაზე.

შეიგრძენით შემოდგომის მრავალფეროვნება და სიმშვიდე „შინ“-თან ერთად, რომელიც თქვენი სახლის ჟურნალია!

კომენტარები

მაკა 2020-09-28 14:30
ძალიან საინტერესო ნომერია. მადლობა თქვენ.
თეა 2020-09-28 13:08
biბინას და სახლს ვერ არჩევ სტატიის ავტორო. სამსართულიანი ბინა ეზოთი არ არსებობს ეგ სახლია!

კომენტარის დამატება