რით არის ძვირფასი "ზინგერის" საკერავი მანქანა და რატომ იბარებენ მას ანტიკვარებით მოვაჭრენი


რა მოვუხერხოთ ძველებურ ტექნიკას? ადგილი, როგორც წესი, არ არის ხოლმე, გადასაგდებად კი არ გვემეტება. არადა, ამბობენ, რომ ანტიკვარებით მოვაჭრენი უბრალოდ ნადირობენ ძველებურ საკერავ მანქანებზე.


საკერავი მანქანების ცნობილი გამომგონებელი ისააკ ზინგერი ამერიკაში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 12 წლის ასაკში სწავლა მიატოვა და ხელოსნის დამხმარედ დაიწყო მუშაობა.


სწრაფად აითვისა ამ პროფესიის ძირთადი პრინციპები, თუმცა ერთ ადგილზე მუშაობა მალევე მობეზრდა და გადაწყვიტა მოხეტიალე მსახიობობა დაეწყო. ცოტა ხანი ბოდიალის შემდეგ თავის საქმიანობას დაუბრუნდა. სულ რაღაც 2 კვირაში შექმნა საკერავი მანქანის ახალი კონსტრუქცია და გამოგონებაზე პატენტიც
კი მიიღო. ამ დროს იგი მხოლოდ 20 წლის იყო. საიმედო კონსტრუქციისა და დახვეწილი მექანიზმის წყალობით აღნიშნულმა მანქანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა მომხმარებელში, თუმცა კომპანიის მთავარი წარმატება მაინც წარმატებული მარკეტინგული მიდგომის დამსახურება იყო. ისააკ ზინგერი ფიქრობდა, რომ მის პროდუქციას მხოლოდ ქალები ყიდულობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს ქალები ძირითადად ეკლესიაში დადიოდნენ, სარეკლამო ბუკლეტების დარიგება სწორედ ეკლესიებში დაიწყეს.
საკერავი მანქანები ხის ფუტლიარში ინახებოდა, ასეთი ფუტლიარი კი თითქმის ყოველ ოჯახში მოიძებნებოდა.
ძალიან მოკლე დროში ზინგერის საკერავი მანქანა ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ფაბრიკა წელიწადში 600 000 საკერავ მანქანას უშვებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზინგერის საკერავი მანქანა გოგოებისთვის ყველაზე კარგ მზითვად ითვლებოდა. ფასით დიდ სახლს ან რამდენიმე ძროხას უტოლდებოდა.


რატომ არის ეს მანქანა ასეთი ძვირფასი, რა ფასეულობა გააჩნია მას გარდა ხარისხისა? საქმე ის გალავთ, რომ ზინგერი მზადდებოდა ისეთი მეტალისგან, რომელიც ოქროზე ძვირიც კი იყო. ამბობენ, რომ ორიგინალ რარიტეტულ მანქანებს წითელი ვერცხლისწყლიანი ნემსები აქვს.
ზინგერის საკერავ მანქანებზე ბევრი ლეგენდა შეიქმნა, ერთ-ერთის თანახმად 1998 წელს კომპანია უშვებდა მაქნქნებს, რომლის სერიაც იწყებოდა ერთიანით. ვისაც ეს სერია აღმოაჩნდებოდა ჯილდოდ არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ დოლარს მიიღებდა. ანტიკვარებით მოვაჭრეებმამ ზინგერის მანქანებეი მასიური შესყიდვა დაიწყეს. ეს ოფიციალური ინფორმაცია არ გახლავთ, თუმცა, როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

კომენტარები

შემიძლია გავაგრძელო: 2021-10-06 21:04
"ზინგერი" გაკოტრდა და ამისი ერთადერთი მიზეზი გახლდათ... მისი უმაღლესი ხარიხი: ვინც კი ერთხელ იყიდა, ცხოვრებაში აღარ დასჭირვებია მეორის ყიდვა! დღემდე აქვთ ეს მანქანები საქართველოში და მუშაობენ... შესაბამისად, ძალიან შემცირდა მისი გაყიდვები. ეს ფაქტი გაითვალისწინეს თანამედროვე მწარმოებლებმა: რამდენიმე წლის წინ (ამერიკაში), ცოლს ვუყიდე ჩინელების მიერ გამოშვებული "ზინგერის" ელექტრო მაკრატელი. წელიწადიც არ გასულა, გადასაგდები გახდა. თითქმის ასეა სხვა ყველაფერიც: საგარანტიო ვადას ოდნავ გადასცდება და ახალი გაქვს საყიდელი!..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები