რომელ ქვეყნებში ღირს უძრავი ქონება ყველაზე იაფი

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლის ხოლმე საცხოვრებელ სახლს, ზოგჯერ ქვეყანასაც კი. ყველას როდი აქვს საშულება ძვირადღირებულ აპარტამენტებზე იფიქროს, ხშირად საცხოვრებლად ყველაზე იაფ ადგილს ირჩევენ. ალბათ დაგაინტერესებთ, სად შეიძლება უძრავი ქონების ყველაზე იაფად შეძენა. გთავაზობთ 2020 წლის მონაცემებს.

ესტონეთი, პიუსი


ამ ქალაქში ოთხოთახიან ბინას 2 600 ევროდ შეიძენთ.

ეგვიპტე, ხურგადა


საცხოვრებელ კომპლექს ტიბა პლაზაში სტუდიოს ტიპის ბინას, გარემონტებულს 8 360 ევროდ იყიდით. საერთო ფართო 28 კვ.მ.
სახლთან ახლოს არის უფასო პლაჟი.



იტალია, სკალეა


ზღვიდან სულ რაღაც 400 მ-ში სტუდიოს ტიპის
ბინის შეძენა 13 000 ევროდ არის შესაძლებელი.


ფინეთი, ჰეინიავესი

სამოთახიან, გასარემონტებელ სახლს აქ 7 000 ევროდ იყიდით. საერთო ფართი 69 კვ.მ.


ბულგარეთი


აქ ოროთახიანი სახლის ფასი 29 000 ევროა. საერთო ფართი 45,5 კვ.მ.


ტაილანდი, აპარტამენტები პატაიში



საოცარი აპარტამენტების შეძენა ტაილანდში, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში 36 300 ევროდ არის შესაძლებელი. საერთო ფართი 27 კვ.მ.

კომენტარები

გიორგი 2023-04-15 22:22
ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურ ქალაქშია საინტერესო რასაც ინვესტიციის სახით გამოიყენებ თორე ეგრე ან თელავში ვიყიდი ან გურჯაანში კორპუსის ბინას ან სულაც მალთაყვაში და ზღვასთან ახლოსთქო დავარქმევ :)
რუსა 2022-02-11 23:05
27კვ. აპარტამენტებია? არ მინდა, მადლობთ

კომენტარის დამატება