არ შეინახოთ საფულეში ძველი ქვითრები და ფოტოები - კიდევ რამდენიმე წესი, რომ საფულეში ფული სულ გქონდეთ

ამა თუ იმ ნიშნებსა და წესებს ის ადამიანები, რომელთაც იციან ფულის ყადრი. იქნებ ამიტომაც არის, რომ მათ სქელი საფულეები აქვთ.

პირველი წესი კი ასეთია, ღირსეული საფულე ღირსეულ კუპიურას სჭირდება. მართალიც არის, სანამ ამა თუ იმ კუპურას საფულეში მიუჩენთ ადგილს, ჯერ შეიგრძენით სიამოვნება, რომელიც მასთან შეხებით არის გამოწვეული.

გვირჩევენ, საფულე იყოს რბილი ტყავის და სასურველია, ყავისფერი და მისი ტონალობები, რომელიც თურმე ფულს იზიდავს.

ექსპერტები გირჩევენ, საფულე რბილი ტყავის იყოს. სასიამოვნო და კომფორტული.
კარგად მოვლილი საფულე ფულს იზიდავსო, ამბობენ.
შემდეგ კარგად უნდა გესმოდეთ,
რომ საფულეში, მის შიგნით, სულ სხვა სამყაროა, ფულის სამყარო. ეს არის ადგილი, რომელიც მოწესრიგებული უნდა იყოს, ყოველთვის უნდა დაალაგოთ და მოაშოროთ ყველაფერი ის, რასაც იქ არაფერი ესაქმება. ერთი სიტყვით, ადამიანმა ფულთან ურთიერთობა უნდა იცოდეს.

არსებობს ფულთან დაკავშირებული ცრურწმენები:
  • არ შეინახოთ საფულეში ოჯახის წევრთა ფოტოები.
  • საფულეში ფული ყოველთვის დაახარისხეთ მსხვილ და წვრილ კუპიურებად.
  • არ გადაკეცოთ ფული ორად და არც გადაახვიოთ.
  • ეცდეთ დოლარები ერთად იქონიოთ, ლარები - ერთად, ევროები ერთად და ა.შ.
  • არასდროს დატოვოთ საფულე ცარიელი, ერთი კუპიურა მაინც ჩატოვეთ.
  • არც გადაავსოთ.
  • ნუ შეინახავთ საფულეში ჩეკებს.
  • მოაშორეთ საფულედან უსარგებლო სავიზიტო ბარათები.
  • ფულს სივრცე უყვარს, პატარა საფულე არ გამოგადგებათ.
  • ნაპოვნი ან მოგებული ფული ცალკე შეინახეთ.
  • იდეალური ფერი საფულესთვის არის: შავი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, წითელი და ნაცრისფერი. მოერიდეთ ლურჯს, მწვანეს...

კომენტარები

Xxx 2022-05-18 22:27
ქვის ხანა. რა უნდა საფილეDი ფულს? ფული ვიცი საბანკო ანგარიშზე და ბარათი ჯიბეში...
ეთერი 2022-05-16 09:58
შტერობა
ლალუკა 2022-05-15 18:37
საერთოდ არ მაქვს
washington 2022-05-14 19:16
yleoba

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები