"უსახლკარო" ვარსკვლავები - მათ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სახლი ზედმეტი ფუფუნებაა

ამ ადამიანთაგან ბევრს ბანკში სოლიდური ანგარიშები აქვს, ზოგიერთი მათგანი კი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სიაშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ნაქირავებ ბინაში უწვეთ ცხოვრება. რატომ?

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ მთელი თავისი ქონება გაყიდა და ხან მეგობრებთან ცხოვრობს და ხან ქირით. მართალია, მას თავისუფლად შეუძლია შეიძინოს მდიდრული სახლი(ები), თუმცა ფაქტია, რომ მას ასე ცხოვრება მოსწონს.

კიანუ რივზი

დიდი ჰონორარების მიუხედავად, მრავალი წელი კიანუ რივზს საკუთარი სახლი არ ჰქონდა. ხან სასტუმროებში ცხოვრობდა და ხან ნაქირავებ ბინებში. 40 წლისამ

შეიძინა სახლი. 

კანიე უესტი

რეპერი ხშირად აკრიტიკებს კაპიტალიზმს და ცოტა ხნის წინ თქვა, რომ საერთოდ უარის თქმას აპირებს ქონებაზე და არ იცხოვრებს კაპიტალიზმის წესებით. "ერთ წელიწადში ვგეგმავ, რომ უსახლკარო გავხდე. ყველა სახლს, რომელსაც ვფლობ, ეკლესიებად გადავაქცევ. შევქმნი თავშესაფარს, სადაც ყველას შეეძლება მისვლა".

მეთიუ მაკკონაჰი

1996 წელს, პირველი დიდი ჰონორარით, მსახიობმა ტრაილერი იყიდა და იქ ცხოვრობდა ხუთი წელი. როცა ჰონორარები გაიზარდა, მაშინაც კი აგრძელებდა მომთაბარე ცხოვრებას. ისიც წინააღმდეგია დიდი ქონების და სავარძელში კომფორტულად და უსაქმურად დროის გატარების.

კოკო შანელი

ცნობილმა დიზაინერა 37 წელი იცხოვრა პარიზის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "რიცში". თავისი პირველი მაღაზია და შანელის მოდის სახლიც კი "რიცის" გადასწვრივ გახსნა. სწორედ სასტუმროს ნომერი, ორი საძინებლით, მისაღებითა და ორი სააბაზანოთი მიაჩნდა მას თავის სახლად. დღეს ეს ნომერი, ლაქირებული ავეჯით და მთის ბროლებით, მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ 4500 ევროდ ერთ ღამეში.

კომენტარები

ირმა 2022-06-18 17:29
გადასწვრივ-მოპირდაპირე მხარეს, გასწვრივ-იმავე მხარეს.

კომენტარის დამატება