ყველაზე ძვირი და იაფი უბნები თბილისში - სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა?

2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. შედარებისთვის, მათივე კვლევის თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის თებერვალში 3 413, 2022 წლის ამავე თვეში კი 3 034 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში დედაქალაქში გაყიდული ბინებიდან პირველადი გაყიდვები იყო - 1 659, ხოლო მეორადი - 1 785.

ცნობისთვის, პირველადი გაყიდვები არის სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება; მეორადი კი - ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება როგორც 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით
აშენებულ პროექტში (ახალი პროექტი), ასევე ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული ქონება 2013 წლამდე გაცემული ნებართვით აშენებულ პროექტებში (ძველი პროექტი).
რაც შეეხება, თბილისის უბნებს, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფია, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, სტატისტიკა ასეთია: განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები