წიწაკა ზეთით და ძმრით - საუკეთესო რეცეპტი

ვინც ზამთრის მარაგს აკეთებს, მათ შორის წიწაკა ზეთით და ძმრით ძაან პოპულარულია. ზოგი ახლა იწყებს ამ გამოცდილების შეძენას და ეძებს საუკეთესო რეცეპტებს.

გთავაზობთ დედების სამზარეულოს აქტიური წევრის ქეთი ქურთიაშვილის რეცეპტს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა:

10 კგ წიწაკა გავრეცხოთ და ცოტა გავუჭრათ წინ. ცოტა მოვაჭრათ ყუნწები.
1ლიტრი ზეთი, 800 გრამი ძმარი, 2 ჭიქა მარილი (თლილი ჭიქა 200 გრ) (შეიძლება, ნაკლებიც, ზოგი ძაან მლაშეა ხოლმე), 4 ჭიქა შაქარი იგივე ჭიქით, 1 ჭიქა წყალი, დაფნის ფოთოლი - ერთმანეთში ავურიოთ კარგად, მერე ავადუღოთ და ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ.
წიწაკა რომ გაყვითლდება,
ამოვყაროთ მომინანქრებულ თასზე. ბოლოს ამ წვენში ჩავყაროთ გატარებული ნახევარი კილო ნიორი და ბლომად ნიახური. მოვასხათ გათუთქულ წიწაკას, გავაჩეროთ რამდენიმე საათი. მერე ჩავასხათ ქილებში და გავასტერილოთ.

კომენტარები

დოდო 2023-11-12 14:14
ამ წიწაკას არ უხდება გატარებული მწვანილი და ნიორი. დიდი კონები ნიახური,ოხრახუში და ქინძი უნდა დაიჭრას მსხვილად, თხლად უნდა დაიჭრას ნიორიც.ერთი ლიტრი ზეთი შეიძლება არ ეყოს ამიტომ მომარაბებული გქონდეთ დამატებით 1 ლიტრი ზეთთი, ძმარი თუ ცხარეა ეყოფა თუ არა დამატება დაგჭირდებათ. გემრიელად მიირთვით.
მაია 2022-10-08 02:07
არ უნდა გასტერილება ძმრიანს არაფერს ეს იცოდეთ. წლებია ვაკეთებ არც ასპირინი არ უნდა დაანებეთ თავი მეტმეცნიერებას
რიტა 2021-09-17 15:53
ძალიან მწარე მომივიდა,რა უშველი?
თამრიკო 2020-10-29 10:25
ხელახლა ვადუღებ ძმარ ზეთს, ვამატდბ დაჭრილ მწვანილს და ვასხავ წიწაკას. სითხეში ვხსნი დაფქვილ ასპირინს. ( 0.5 ლ_ზე 1 ცალი). ინახება მშვენივრად
ხათუნა 2020-05-13 16:49
მარინადი/წვენი თუ არაა საკმარისი ყველა ქილას რომ ეყოს როგორ მოვიქცეთ? უნდა დაფაროს წვენმა წიწაკა თუ მარტო ძირზე უნდა ჩავუსხათ? მადლობა!

კომენტარის დამატება