სტინგის ვილა ტოსკანაში - მსოფლიოში ცნობილი მომღერლის საყვარელი ადგილი

სტინგი მსოფლიოში მრავალი სახლის მფლობელია - იტალიიდან ამერიკამდე. მაგრამ მისი კოლექციის მარგალიტია Il Palagio-ს ვილა, რომელიც XVI საუკუნეშია აშენებული. სახლი ფლორენციიდან 45 წუთის სავალზე, კიანტის რეგიონში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე განლაგებულია 6 კოტეჯი, რომლებსაც მომღერალი აქირავებს.

Il Palagio სტინგმა 1999 წელს შეიძინა. აქ ბრიტანული ესტრადის ვარსკვლავი სოფლის ცხოვრების მთელი მშვენიერებით ტკბება - ვენახებისა და ზეთისხილის ბაღების გარდა, მომღერალს ღვინის საკუთარი სარდაფები და სკები აქვს. ვილის საიტზე მომღერლის ყურძნის 3 სახეობის ღვინისა და 5 სახეობის თაფლის შეძენაც შეიძლება.

სტინგმა მთავარი შენობის კაპიტალური
რემონტი გააკეთა და ბუდას სამმეტრიანი ქანდაკება დადგა. როგორც ცნობილია, მომღერალი უკვე 20 წელზე მეტია იოგითაა დაკავებული, ამიტომ ვილაზე მედიტაციისთვის სპეციალური ადგილიც გამოყო.

ვილის დამქირავებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, ბაღში შეზლონგებით, უზარმაზარი ჭადრაკის დაფით ტერასაზე და ღვინის სარდაფებით.

„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ დიდ სახლს შევიძენდი. დილაობით აქ ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ნისლიან დღეებში. თითქოს მეზობელი ბორცვები ზღვის ტალღებიდან გამოდიან. საღამოობით, მზის ჩასვლისას, შემიძლია დაუსრულებლად ვუცქირო ცაზე ღრუბლების მოძრაობას“ - ჰყვება სტინგი.

კომენტარები

თბილისელი 2018-10-22 21:33
მე მომწონს ასეთი სახლები თან ძალიან მომწონს. სითბო რომ იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ჩემთვის მხოლოდ ფრანგული და იტალიური სტილი არსებობს და მხოლოდ მათ ვაღიარებ. არ შემიძლია ეს ოფისებივით და ლაბორატორიებივით სახლები. სახლი უნდა იყოს თბილი.
gia 2018-10-19 21:20
განსხვავდება არა უდიდესი მუსიკოსის,სტინგის გემოვნება,ჭორვილელი ციცერონის გემოვნებისაგან?

კომენტარის დამატება