მელ გიბსონის სახლი მალიბუში, რომელსაც მსახიობი უკვე 2 წელია ყიდის, მაგრამ ვერ გაყიდა

მელ გიბსონმა საკუთარ ვილასთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. ჰოლივუდის მსახიობი კალიფორნიაში მდებარე სახლში ოკეანისა და მთების ხედებით, 14,5 მლნ დოლარს ითხოვს. სახლი მყარი ქვითაა ნაშენები და მასიური ჭერი აქვს, რომელიც წინა მფლობელების მიერ მოდერნიზდა ევროპულ სტილში. ქვით მოპირკეთებული კედლები, ბრონირებული მინის ფანჯრები და მეტალის ჭაღები შენობას დიდებულებას სძენს და მონასტრის მსგავს იერსახეს ჰმატებს.

სახლი ორ ფრთად იყოფა. აქვს 5 საძინებელი, 5 სააბაზანო ოთახი, „ფრანგული“ სამზარეულო, ავტოფარეხი, ორი აუზი. გიბსონმა სახლი მისი მეგობრისგან, დევიდ დუხოვნისგან 2008 წელს 11,5 მლნ დოლარად შეიძინა. მან სახლი
გასაყიდად პირველად 2017 წელს გამოიტანა - მაშინ ის 17,5 მლნ-ად შეაფასა. გასულ წელს სახლის ფასი 16 მლნ დოლარამდე შემცირდა. ახლა კი ელიტური უძრავი ქონება კვლავ გაყიდვაშია - ამჯერად 14,495 მლნ დოლარად.


1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები