აუზი ოქროს მოზაიკით და ვილა, სადაც ალა პუგაჩოვა ოჯახით გადაბარგდა

ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ალა პუგაჩოვა ოჯახით ისრაელში გაემგზავრა. ამ დრომდე იქ იყო, მაქსიმ გალკინის ძმის დიმიტრის 6-მილიონდოლარიან ვილაში. სულ ცოტა ხნის წინ კი ლატვიაში, იურმალაში გადაბარგდა მთელი ოჯახი, იქ, სადაც ყოველ წელს ზაფხულს ატარებენ ხოლმე. ეს ვილა, რომლის სახელწოდებაა "მარტა", იურმალას ელიტურ რაიონში, ბულდურიში მდებარეობს და ცნობილი ლატვიელი მომღერლის ლაიმა ვაიკულეს სახლთან ახლოსაა. ვილის მფლობელი ადგილობრივი ოლიგარქი ვიქტორ კრასოვიცკია. სანაპიროზე აშენებული სასახლე მთელი წელი ქირავდება და იქ ცხოვრება თვეში 100 ათასი ევრო ღირს. 

ამბობენ, რომ თავის დროზე
ალას ამ სახლის ყიდვაც უნდოდა, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდა მფლობელთან. მას მერე, ყოველ წელს ჩადის და აქ ატარებს ზაფხულს. 

დახურულ ტერიტორიაზე ვილის გარდა არის სპა-კომპლექსი, ჩოგბურთის მოედანი, მინი-საკონცერტო დარბაზი, ფარეხი, სახლი დაცვისთვის. 

სასახლეში არის 5 საძინებელი, კინოდარბაზი, ბიბლიოთეკა და ზამთრის ბაღი.

სახლი 1928 წელს არის აგებული. 2007 წელს მოდა მისი რესტავრირება და შიგნიდან და გარედან გაახლება. 

ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ხე - ალუბლისა და შევიცარული მსხლის ხეები, ფოლადი და მინა, ხელით შექმნილი ტერაკოტის ფილები, ლურჯი ბრაზილიური გრანიტი. 

სპა-კომპლექსიც ხის არის. შიგნით კი აუზია, ჯაკუზი, თურქული აბანო და შხაპ-კაბინები. აუზი, ჯაკუზი და თურქული აბანო ნამდვილი ოქროს მოზაიკითაა მოპირკეთებული. 





კომენტარის დამატება