6 ნაძვის ხე ოჯახის თითოეული წევრის სახელზე - ზღაპრული გარემო ზაალ ჩიქობავას სახლში

მსახიობ ზალიკო ჩიქობავას მეუღლე თათა სვანიძე, ცნობილია, როგორც გემოვნებიანი ქალბატონი და ასევე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ახალი წელი და მისი სიმბოლო - ნაძვის ხე. მის სახლში ერთი ნაძვის ხე, წლებია, აღარ ირთვება.

- ასე გამოვიდა. ყოველს წელს თითოს ვამატებ. შარშან სამი მქონდა, წელს მეოთხე მივამატე და ოჯახის წევრების სახელები დავარქვი. უკვე თითოეულ ჩვენგანს სათითაოდ გვაქვს ნაძვის ხეები. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, შენ ალბათ მომავალ წელს კიდევ ერთ შვილს მორიგი ნაძვის ხის ხათრით გააჩენო (იცინის), - ამბობდა თათა ჩვენთან ინტერვიუში.

ტრადიციას არც
წელს უღალატა. ამჯერად ჩიქობავებთან 6 ნაძვის ხე დგას და ნამდვილად ზღაპრული გარემო სუფევს. 


ასევე იხილეთ:
ზაალ ჩიქობავას ეკლექტური სახლი - 1830 წლით დათარიღებული სკამით და "ლუდოვიკოს" საძინებლით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები