"5 თვის ქათამი ეძებს სახლს... არ გვინდა თეფშზე დაასრულოს ცხოვრება" - სოციალური ქსელის კიდევ ერთი ვარსკვლავი

სახლი მხოლოდ ადამიანებს არ სჭირდებათ. ქართველ ვეგანთა სოციალური ჯგუფი ერთი ჩვეულებრივი ქათმისთვის მოსიყვარულე პატრონსა და თბილ სახლს ეძებს.
"5 თვის ქათამი ეძებს სახლს. ის ფილმის გადაღებებისთვის დაჭირდათ გუდაურში, შემდეგ კი მიატოვეს და გაცივდა. ქათამი იპოვა სხვა ჯგუფმა და გადაწყვიტეს ემკურნალათ მისთვის, ახლა უკვე ის მშვენივრად გრძნობს თავს, ამ ამბის შემდეგ ის ყველას შეუყვარდა, ამიტომ არ გვინდა მისი სიცოცხლე ვიღაცის თეფშზე დასრულდეს, გვინდა ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს და დაცულად გრძნობდეს თავს.
მოდით ერთად მოვუძებნოთ სახლი.
არის კომუნიკაბელური, შეჩვეულია ადამიანებთან ურთიერთობას, ჭირდება პატარა
ეზო, სახლშიც შეიძლება იცხოვროს. ვინ არის მზად აიყვანოს ეს საოცარი არსება?
(გაციების გამო თვალბის ქვეშ შესიებული აქვს, როცა მთლიანად გამოჯანმრთელდება უფრო ლამაზი იქნება)" - ნათქვამია პოსტში, რომელსაც ძალიან ბევრი ენამოსწრებული კომენტარიც ერთვის ნაირ-ნაირი შეთავაზებებით.



"ბურვაკი არ არის სადმე მიტოვებული და იმედგაცრუებული?"
"ისეთ ფუფუნებაში გყავთ, არა მგონია, მიწაზე ფეხის დადგმა იკადროს"
"რა იღბლიანი ქათამია, ჯერ ხომ ფილმში გადაიღეს და ახლა მთელი საქართველო მასზე ჭორაობს, ეგ სხვა ქათმებთან არ დასვათ თორე გააგიჟებს იმათ. არაა ეგ სოფელში წასაყვანი ქათამი, ვერ ხედავთ ერთი ქარის დაბერვაზე გაცივდა და სოფელში სულ გარეთ რომ იქნება გაგდებული .. ვერ გაუძლებს იქაურ პირობებს, ისევ სახლში გყავდეთ სჯობს" - წერენ გახალისებული მომხმარებლები.

კომენტარები

ნინი 2019-03-15 11:31
მომიყვანეთ ყუთით და წავიყვააან ❤

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები