ქარ­თუ­ლი სა­მო­სის ის­ტო­რია - უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე

ყვე­ლა­ფე­რი შინ იქ­მ­ნე­ბო­და, შინ რთავ­დ­ნენ ძაფს, ქსოვ­დ­ნენ ქსო­ვილს, შემ­დ­გომ კი კე­რავ­დ­ნენ იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან, მომ­ნუს­ხ­ველ სა­მოსს, რო­მე­ლიც დღეს ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს ეროვ­ნულ ხა­სი­ათს, ქარ­თ­ველ­თა ცხოვ­რე­ბის წეს­სა თუ ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბას, ასე­ვე ში­ნა­რეწ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მას­შ­ტა­ბებს და რაც მთა­ვა­რია, ჩვენს წი­ნა­პარ­თა მა­ღალ ეს­თე­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.



ქარ­თუ­ლი სა­ე­რო სა­მო­სის მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს გე­ოგ­რა­ფი­ულ-კლი­მა­ტუ­რი, ტო­მობ­რივ-ეთ­ნი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლურ-წო­დებ­რი­ვი სხვა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ერ­თო ნიშ­ნის (მა­სა­ლა, თარ­გი, სი­ლუ­ე­ტი, სქე­სობ­რივ-ასა­კობ­რი­ვი ფაქ­ტო­რი, ფერ­თა შე­ხა­მე­ბა, ჩაც­მი­სა და ტა­რე­ბის წე­სი) პოვ­ნა, რა­შიც ზო­გა­დად აისა­ხა ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი.

იცო­დით,
რომ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­მო­სის ძველ­ქარ­თუ­ლი სა­ერ­თო სა­ხელ­წო­დე­ბა იყო კა­ბა? ქარ­თუ­ლი სა­მო­სის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ა­ზე გვე­სა­უბ­რა ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი იზოლ­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლი:



- სა­მო­სის ის­ტო­რია უძ­ვე­ლეს ხა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი შე­სა­მო­სე­ლი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი შე­ი­მო­სა, იყო ტყა­ვის. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­აზ­რე­ბით, პირ­ვე­ლი სა­მო­სი ცოდ­ვის სა­მო­სად ჩა­ით­ვა­ლა, უფ­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გა­მო ადა­მი და ევა გა­ნი­დევ­ნენ სა­მოთხი­დან და ცოდ­ვის სა­მო­სით შე­ი­მოს­ნენ.

ზო­გა­გად სა­მო­სი მრა­ვალ ას­პექ­ტ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რად­გან სა­მო­სის ტა­რე­ბა, მი­სი შექ­მ­ნა და წარ­მო­შო­ბა უკავ­შირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლურ ყო­ფას, არა­მედ გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­რე­მოს, კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, აგ­რეთ­ვე მის საქ­მი­ა­ნო­ბას - რას აკე­თებს? რო­გორ შრო­მობს? რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა? სად ცხოვ­რობს? სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უკ­ვე ცო­ტა გვი­ან ხდე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სე­ბის მი­ერ მიჩ­ნე­უ­ლია და ამას ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ მთი­სა და ბა­რის სა­მო­სი ხე­თებ­თან და მი­დი­ე­ლებ­თა­ნა­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ხევ­სუ­რუ­ლი სა­მო­სი ძა­ლი­ან ჰგავს უძ­ვე­ლე­სი ხე­თე­ბის შე­სა­მო­სელს.



ქარ­თუ­ლი კოს­ტი­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ფე­იქ­რო ნა­წარ­მი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას­ტურ­დე­ბა რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის მა­სა­ლით, ისე ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო მიჩ­ნე­უ­ლია სე­ლის ქსო­ვი­ლის წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთ ძველ ცენ­ტ­რად, ეს და­ა­დას­ტუ­რა ზე­მო იმე­რეთ­ში მიკ­ვ­ლე­ულ­მა სე­ლის ბოჭ­კოს ქსო­ვი­ლის ნაშ­თ­მა, რო­მე­ლიც ზე­და პა­ლე­ო­ლი­თის ხა­ნის, ანუ 34 000 წლის წი­ნან­დელ არ­ტე­ფაქ­ტად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი. პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის საქ­სოვ მა­სა­ლად სე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ უს­წ­რებ­და მატყ­ლის ძა­ფის ათ­ვი­სე­ბას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­მო­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მა­შა­სა­და­მე, უძ­ვე­ლე­სი ქსო­ვი­ლი სე­ლის იყო, ამის შემ­დ­გომ წა­მო­ვი­და ტი­ლო, აი, ჯვა­ლოს რომ ეძახ­დ­ნენ, შემ­დ­გომ - შა­ლი და აბ­რე­შუ­მი. შა­ლი და აბ­რე­შუ­მი თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე გვი­ან­დე­ლი კი ბამ­ბის ქსო­ვი­ლია. ბამ­ბის კულ­ტუ­რა ჩვენ არ გვქონ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლი­ან დი­დი ჰქონ­და შა­ლის, აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რა. თურ­მე ჯერ კი­დევ ძვ. წ. II ს.-ში სა­ქარ­თ­ვე­ლო კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და ეგ­ვიპ­ტურ და აღ­მო­სავ­ლურ აბ­რე­შუ­მის ქსო­ვილს. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სე­ლის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რა ოდეს­ღაც ჰქონ­და ჩვენს წი­ნა­პარს, რაც შე­ე­ხე­ბა შა­ლის ქსო­ვი­ლის შექ­მ­ნას, რა თქმა უნ­და, ისიც უძ­ვე­ლეს ხა­ნას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შა­ლის ქსო­ვი­ლი მალ­ფუ­ჭე­ბა­დია და ამი­ტომ უძ­ვე­ლე­სი არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი.



ქარ­თუ­ლი კოს­ტი­უ­მის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლა­საც, “რო­მე­ლიც ყვე­ლა სხვა წყა­როს­თან შე­და­რე­ბით, შე­ი­ცავს რე­ა­ლუ­რად მო­ცე­მულ: ფაქ­ტუ­რას, თარ­გებს, დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სებს, ჩაც­მა-და­ხურ­ვის ხერ­ხებს, სა­მოს­ლის ტა­რე­ბის მა­ნე­რა­სა და სხვას, რაც არც ერთ სხვა წყა­როს არ გა­აჩ­ნია” (ი­ვა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი). სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უახ­ლო­ეს წარ­სუ­ლამ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო ვერ­ტი­კა­ლურ­სა და ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ საქ­სოვ დაზ­გებ­ზე სე­ლის, კა­ნა­ფის, აბ­რე­შუ­მის, შა­ლის, ბამ­ბი­სა თუ სხვა ქსო­ვილ­თა ქსო­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სი.

ქარ­თუ­ლი ტან­საც­მ­ლის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წყა­როა ჰე­რო­დო­ტეს (ძვ. წ. V ს.) ცნო­ბა, რომ კავ­კა­სი­ა­ში მცხოვ­რებ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ფოთ­ლებს არ­ჩევ­დ­ნენ, ახ­მობ­დ­ნენ, ნა­ყავ­დ­ნენ, ურევ­დ­ნენ წა­მალს და ამით ხა­ტავ­დ­ნენ ტან­საც­მელს. ეს ნა­ხა­ტე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი არ ხუნ­დე­ბო­და, არა­მედ ცვდე­ბო­და სა­მოს­თან ერ­თად, თით­ქოს თა­ვი­დან­ვე შიგ იყო ჩაქ­სო­ვი­ლი. ვი­საც ხევ­სუ­რუ­ლი ტა­ლა­ვა­რი უნა­ხავს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ სიტყ­ვებ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი სურ­ვი­ლი არ აღუძ­რას ის­ტო­რი­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბი­სა. ჰე­რო­დო­ტე ასე­ვე დი­დი წარ­მოდ­გე­ნი­სა იყო კოლ­ხურ სელ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც იმ დროს საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ქსო­ვი­ლი მზად­დე­ბო­და.



ჰე­რო­დო­ტეს გარ­და არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ავ­ტო­რი შე­ე­ხო ქარ­თ­ველ ტომ­თა ჩაც­მუ­ლო­ბას, ამას­თა­ნა­ვე მე­ომ­რე­ბი­სას, რო­მელ­თა სა­ო­მარ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში ად­ვი­ლი გა­მო­სარ­ჩე­ვია სა­ე­რო სა­მო­სის ელე­მენ­ტე­ბი. ქსე­ნო­ფონ­ტეს (ძვ. წ. V ს.) ცნო­ბით, მი­სი დრო­ის ხა­ლი­ბებ­სა და მო­სი­ნი­კებს მუხ­ლამ­დე დაშ­ვე­ბუ­ლი სე­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კვარ­თე­ბი ეც­ვათ, ხო­ლო თავ­ზე ტყა­ვის ქუ­დე­ბი ეხუ­რათ. სხვა­თა შო­რის, მათ შო­რე­ულ შთა­მო­მავ­ლებს, XIX ს-ის მეგ­რელ გლე­ხებს, ყა­ნა­ში მო­შა­ო­ბის დროს თვით­ნაქ­სო­ვი, გრი­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სე­ლის პე­რან­გე­ბი ეც­ვათ.

ძი­რი­თა­დი სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­მო­სის ის­ტო­რი­ულ ხა­სი­ათს წარ­მო­ა­ჩენს, დას­ტურ­დე­ბა მე­მო­რი­ა­ლურ ძეგ­ლებ­ზე, ნუ­მიზ­მა­ტი­კა­ში, სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა და კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა­ში.

ძვე­ლი სა­მო­სის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სათ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მცხე­თის ჯვრის ბა­რე­ლი­ე­ფებს (VI ს.). მათ­ზე გა­მო­სა­ხულ­ნი არი­ან დი­დე­ბულ­ნი, ტაძ­რის მშე­ნე­ბელ­ნი, იმ დრო­ის ორი­გი­ნა­ლუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით, რაც მნახ­ველს საკ­მა­ოდ ცხად წარ­მოდ­გე­ნას უქ­მ­ნის სა­მო­სის უნი­ვერ­სა­ლურ­სა და სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ სა­ხე­ო­ბებ­ზე – კა­ბა­სა და მო­სას­ხამ­ზე.



ცალ­კე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლის ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი. მან წარ­მო­ად­გი­ნა ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა. ავ­ტო­რის შე­ხე­დუ­ლე­ბით, ქარ­თ­ველ­თა სა­მო­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ყო­ფი­ლა.

გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბის შე­სა­ხებ მდი­და­რი მა­სა­ლაა და­ცუ­ლი ე.წ. მზით­ვის წიგ­ნებ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მზი­თ­ვი ოჯა­ხის­გან ქა­ლის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა იყო. ის ფორ­მ­დე­ბო­და სა­ბუ­თით, რო­მელ­საც იური­დი­უ­ლი ძა­ლა ჰქონ­და და ამ­დე­ნად, სან­დო ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ასეთ წყა­რო­ებ­ში მა­ღა­ლი წრის ქალ­თა ჩაც­მუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­როვ­ნა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ლის მე­ფის ასუ­ლი­სათ­ვის მრა­ვალ ძვირ­ფას ნივ­თ­თან ერ­თად მზი­თვ­ში გა­უ­ტა­ნე­ბი­ათ: მარ­გა­ლი­ტე­ბი­თა და ფი­რუ­ზით შემ­კუ­ლი 11 პე­რან­გი და მი­სი ამ­ხა­ნა­გი, ძვირ­ფა­სი ქვე­ბი­თა და ბეწ­ვით გაწყო­ბი­ლი 20 ტყავ­კა­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ქსო­ვი­ლი­სა და ფორ­მის 82 კა­ბა, 45 სა­გუ­ლე, ოქ­რომ­კე­დი­თა და ზარ­ბა­ბით ნა­ქარგ-ნა­კე­რი 21 წყვი­ლი მა­შია და ჯო­რა­ბი (ნაქ­სო­ვი წინ­და), სირ­მით ნა­კე­რი და მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი 10 ქუ­დი, 9 სარ­ტყე­ლი და სხვა.

სამ­წუ­ხა­როდ, თვალ­ხი­ლუ­ლად ყვე­ლა­ზე ძვე­ლი - XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის ხევ­სუ­რი მა­მა­კა­ცის პე­რან­გია შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

- ხევ­სუ­რეთ­ში, ოჯა­ხებ­ში, დღე­საც მი­ნა­ხავს ტრა­დი­ცი­უ­ლი ხევ­სუ­რუ­ლი სა­მო­სი.

- რა თქმა უნ­და, იმი­ტომ, რომ ძვე­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია მთა­ში დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ბა­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. ბარ­ში ეროვ­ნულ სა­მოსს გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე ატა­რებ­დ­ნენ დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბი, ბო­ლომ­დე, ვიდ­რე მათ გა­ა­ძე­ვებ­დ­ნენ ან გა­ა­ნად­გუ­რებ­დ­ნენ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მი­სი ტა­რე­ბა ერ­თ­გ­ვარ პრო­ტესტს ნიშ­ნავ­და არ­სე­ბუ­ლი წყო­ბი­ლე­ბის მი­მართ, სწო­რედ ამ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავ­და ჩვე­ნი დი­დი მწე­რა­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, რო­დე­საც ჩო­ხა-ახა­ლუ­ხით და­დი­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში.



XVIII-ს-ის და­სას­რუ­ლი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი სა­მო­სის კომ­პ­ლექ­ტ­ში აქ­ტი­უ­რად მკვიდ­რ­დე­ბა კა­ბის სა­ხე­ო­ბა - ჩო­ხა, რო­მელ­მაც გუ­ლის­პირ­ზე და­კე­რე­ბუ­ლი ქი­ლე­ბის წყა­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა და სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცელ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბარ­ში. ამას ხე­ლი შე­უწყო იმა­ნაც, რომ ქარ­თულ კა­ბას­თან შე­და­რე­ბით, იგი უფ­რო იაფი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა ჩო­ხის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა, მი­სი დახ­ვე­წი­ლი ფორ­მე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ ქა­ლის ქარ­თულ კა­ბას­თან ერ­თად ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის სიმ­ბო­ლო­დაც იქ­ცა.

ზო­გა­დად სა­მოსს დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს ადა­მი­ა­ნის ყო­ფა­ში, რო­გორც ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, ასე­ვე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მო­სი ორი სა­ხის გვქონ­დაო: შინ სახ­მა­რი ე.წ. სა­ში­ნაო და სა­გა­რეო, ანუ სა­ნა­მუ­სო. სა­ნა­მუ­სო სა­მო­სის სა­ხელ­წო­დე­ბა იმით აიხ­ს­ნე­ბა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იმო­სე­ბა, ის სა­კუ­თარ თავს წარ­მო­ა­ჩენს იმ სა­მო­სით, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ გა­რე­მოს უხ­დე­ბა და პა­ტივს სცემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეს ტრა­დი­ცია აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მე მახ­სოვს ად­რე, ვთქვათ ოპე­რის თე­ატ­რ­ში ისე არ მივ­დი­ო­დით, ახა­ლი კა­ბა რომ არ შეგ­ვე­კე­რა.

- თუ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ქარ­თულ სა­მოს­ზე სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით?

- უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა რე­გი­ო­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სე­ზო­ნუ­რი და­ყო­ფაც შე­იძ­ლე­ბა. სე­ზო­ნუ­რი სა­მო­სი არ­სე­ბობ­და რო­გორც მთა­ში, ასე­ვე ბარ­ში. მა­გა­ლი­თად, ზაფხულ­ში ტი­ლოს სა­მო­სით იმო­სე­ბო­და ხევ­სუ­რი, ფშა­ვი, თუ­ში, სხვა სა­მო­სი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და ბამ­ბის სა­მო­სი. ზამ­თარ­ში, სათ­ბუ­ნე­ბელ სა­მო­სად მთა­ში ტყავ­კა­ბას (ტყა­პუჭს) იც­ვამ­დ­ნენ, ის იკე­რე­ბო­და ცხვრის გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ტყა­ვით, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან იყო დათ­ბუ­ნე­ბუ­ლი. ხო­ლო ბარ­ში იყო ქა­თი­ბი, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ასე­ვე და­სავ­ლეთ­შიც. ქა­თი­ბი იყო სათ­ბუ­ნე­ბე­ლი სა­მო­სი, რომ­ლი­თაც ქა­ლიც იმო­სე­ბო­და და კა­ციც. იგი იკე­რე­ბო­და ხა­ვერ­დი­სა­გან, ხო­ლო შიგ­ნით და­ლი­ან­და­გე­ბუ­ლი სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და გა­მო­დე­ბუ­ლი. ქა­ლის ქა­თიბს სი­ა­სა­მუ­რის ბეწ­ვი ჰქონ­და შე­მოვ­ლე­ბუ­ლი. ქა­თი­ბით ძი­რი­თა­დად მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმო­სე­ბოდ­ნენ.

ქა­ლის ქა­თი­ბი მან­დი­ლოს­ნის ზამ­თ­რის ძვირ­ფა­სი სა­მო­სია, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. ქა­თი­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ხა­ვერ­დი, სარ­ჩუ­ლად კი – აბ­რე­მუ­ში ან ბეწ­ვი. იგი სა­გან­გე­ბოდ ირ­თ­ვე­ბო­და: სა­ყე­ლო­სა და კი­დე­ებს ამ­შ­ვე­ნებ­და ნა­ქარ­გო­ბა და მარ­გა­ლი­ტით შემ­კო­ბი­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი. ქა­თი­ბის ზე­და ნა­წი­ლი სხე­ულ­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი, ქვე­და – გა­ნი­ე­რი კი მუხ­ლე­ბამ­დე აღ­წევ­და.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, სად და რო­დის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ნა­ბა­დი?



- ნა­ბა­დი მო­თე­ლი­ლი მატყ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, წინ გახ­ს­ნი­ლი და უსა­ხე­ლო წა­მო­სას­ხა­მია მთლი­ა­ნი ზურ­გი­თა და გა­ნი­ე­რი კალ­თე­ბით. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით არ­სე­ბობ­და: მოკ­ლე და გრძე­ლი, მსუ­ბუ­ქი და მძი­მე, მოკ­ლე და გრძელ­ბეწ­ვი­ა­ნი. ნა­ბა­დი აუცი­ლე­ბე­ლი სა­მო­სი იყო მხედ­რი­სა, რო­მე­ლიც მას და ცხენ­საც იცავ­და ავ­დ­რი­სა­გან.

ნაბ­დის მო­თელ­ვა მე­ტად შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა, მას­ში შე­დი­ო­და: მატყ­ლის რეცხ­ვა, ჩეჩ­ვა, გაწ­ვერ­გუ­ლე­ბა და მო­თელ­ვა. ნაბ­დის წარ­მო­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცია ბო­ლო დრომ­დე კარ­გად იყო შე­მო­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

XIX ს-ში სა­უ­კე­თე­სო ნაბ­დის წარ­მო­ე­ბით გან­თ­ქ­მუ­ლი იყო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია, ყა­ბარ­დო-ჩერ­ქე­ზე­თი, და­ღეს­ტა­ნი და ოსე­თი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში - იმე­რე­თი, სა­მეგ­რე­ლო, სვა­ნე­თი და დუ­შე­თი.

ალ­ბათ უძ­ვე­ლეს ხა­ნა­ში ის უფ­რო მწყემ­სე­ბის სა­მო­სად არის მო­აზ­რე­ბუ­ლი, ხო­ლო შემ­დეგ გავ­რ­ცელ­და და საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად იხ­მა­რე­ბო­და. ნა­ბა­დი კარ­გად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მო­თე­ლი­ლი, რად­გან რო­დე­საც მას­ში მწყემ­სი გა­ეხ­ვე­ო­და და და­ი­ძი­ნებ­და, შე­საძ­ლოა დი­ლით მთლი­ა­ნად თოვ­ლით და­ფა­რულს გა­ეღ­ვი­ძა. ად­გე­ბო­და, მხრებს გა­იქ­ნევ­და და თოვ­ლი გა­და­იყ­რე­ბო­და. ასე რომ, უძ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ნაბ­დი­სა იყო ის, რომ იგი იცავ­და წვი­მის­გან, თოვ­ლის­გან, ქა­რის­გან. ორი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ბა­დი გვაქვს და­ცუ­ლი მუ­ზე­უმ­ში. მა­თი კალ­თის შიგ­ნით ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლია ამო­ქარ­გუ­ლი, რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მათ ქმნიდ­ნენ, ამ გზით გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ნაბ­დის მფლო­ბე­ლე­ბი­სად­მი.

რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა იზოლ­და მე­ლი­ქიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, მი­სი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, მან სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნიც გაგ­ვაც­ნო და სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­მოს­ზე არ­სე­ბობს, ისე­თი­ვე ამო­უ­წუ­რა­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რო­გორიც მთე­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფერს ერთ სტა­ტი­ა­ში ვერ დავ­ტევ­დით, ამი­ტომ ეს მხო­ლოდ შე­სა­ვა­ლია და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს შემ­დეგში გა­გაც­ნობთ.

თეა იაკო­ბაშ­ვი­ლი

კომენტარები

ელენე 2022-10-09 20:21
მადლობა დიდი ასეთი ინფორმაციული სტატიისთვის.☺️❤️
რუსუდანი 2022-05-03 14:20
დიდი მადლობა ძალიან რთული დავალებისთვის დამეხმარა ძლიერ უფალმა დაგლოცოთ
მარიამი 2022-02-05 17:27
მადლობა ქალბატონო თეა ასეთი საინტერესო ინფორმაციისათვის.კომპლექსურ დავალებაში ძალიან დამეხმარა.
აფხაზური ტანსაცმელი 2021-02-21 20:34
აფხაზური ქალის სამოსი

კომენტარის დამატება