საბჭოთა ლიდერების ელიტური სახლები - სად ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სსრკ-ს ისტორიას ქმნიდნენ

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ყოველთვის მოკრძალებას და პატიოსან შრომას ასხამდა ხოტბას, უარყოფდა ფუფუნებას და მის გამოვლინებებს, თუმცა, თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა თავად პარტიული ელიტა, ეს ფოტოები უნდა ნახოთ და შედეგ თავად გამოიტანთ დასკვნას, შეიძლება თუ არა მათ სახლებს უბრალო ეწოდოს?

ლენინის ბინა კრემლში

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მთავარი ლიდერი პეტროგრადიდან მოსკოვში გადასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად ოროთახიან ბინაში დასახლდა მოსკოვის კრემლის საკავალერიო კორპუსში. სასადილო ოთახს წყვილი კომუნისტური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლეონ ტროცკის ოჯახს უზიარებდა, რომელიც მეზობელ სამ ოთახში ცხოვრობდა. 1918
წლის აპრილში ლენინი ოჯახთან და კატასთან ერთად 300-მეტრიან ბინაში გადაბარგდა, სენატის ახლანდელ საპრეზიდენტო შენობაში. საბჭოთა პარტიის ლიდერმა თავისი ცხოვრების ხუთი წელი იქ გაატარა.

ბინა ოთხი საცხოვრებელი ოთახისგან შედგებოდა: სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, ბიბლიოთეკა, მისაღები ოთახი, სხდომათა დარბაზი, საიდანაც გრძელი დერეფანი პირდაპირ ლენინის კაბინეტში შედიოდა. ბინას ორი ლიფტი ჰქონდა: ერთი ბინაზე თავდასხმის შემდეგ დაამონტაჟეს, მეორე კი სახლის სახურავზე ადიოდა, სადაც დასასვენებელი ტერასა და სასეირნო ზონა გაკეთდა.
თავად ბელადის ოთახი უბრალოებით და სისადავით გამოირჩეოდა, ინტერიერში არ იყო არანაირი ჭურჭელი. ფართობით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მისი მეუღლისა და დის საძინებლებს. მაგიდა, სავარძელი, საწოლი, წიგნების კარადა, დივანი, მრგვალი მაგიდა სანათით ღია მწვანე შუშის აბაჟურის ქვეშ და ფოტოსურათი კედელზე - ეს არის ყველაფერი, რაც ლენინს სჭირდებოდა.

კაბინეტის დეკორაციაც საკმაოდ მოკრძალებული იყო და არ მოიცავდა არანაირ ფუფუნების საგნებს. ინტერიერის ერთადერთ აქცენტი წითელი სუფრა, კომუნისტური პარტიის სიმბოლო იყო.

გეორგი ჟუკოვის ბინა

1943 წელს საბჭოთა მეთაურმა ოჯახი კუიბიშევიდან მოსკოვის ექვსოთახიან ბინაში, გადაიყვანა. ბინა პრაქტიკულად ცარიელი იყო, მის შევსებას დიდი დრო დასჭირდა. სამთავრობო ავეჯი შეზღუდული რაოდენობით იყო.
სახლში ძირითადად პრივილეგირებული მოსახლეობა ცხოვრობდა. ჟუკოვების მეზობლები იყვნენ მარშალ კონევის, როკოვსოვსკის, ბუდიონისა და ტიმოშენკოს ოჯახები. თავად ჟუკოვმა ამ სახლში ცხოვრება მხოლოდ 1946 წელს, ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ, ჟუკოვების სახლში ჩხრეკა ჩატარდა "ტროფეის საქმესთან" დაკავშირებით, ჩხრეკის შედეგად მეთაურის ბინიდან ამოიღეს ძვირფასი ნივთები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირის მარშალმა დამარცხებული გერმანიიდან წამოიღო. კონფისკაციის დროს ამოიღეს 194 ცალი ავეჯის სახეობა, 44 ხალიჩა და გობელენი, 7 ყუთი ბროლი, 55 სამუზეუმო ნახატი, 4000 მეტრი ქსოვილი და 323 ბეწვის ქურქი.

ლავრენტი ბერიას სახლი

1930 წლის ბოლოს სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი ოჯახთან ერთად მალაია ნიკიცკაიაზე მდებარე სასახლეში, ცხოვრობდა. მოსკოვის ცენტრში მდებარე ეს მდიდრული სახლი ცნობილი იყო, როგორც "ცუდი ადგილი". ფაქტია, რომ იქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანის სიცოცხლე სავალალოდ წარიმართა, ყველა ნაადრევად დაიღუპა სხვადასხვა მიზეზის გამო.
არსებობს ლეგენდები ბერიას ამ სასახლეში მოღვაწობის შესახებ. გამოძიების მასალების მიხედვით, ცნობილი პარტიის ლიდერი იქ ველური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. იქ პერიოდულად მიჰყავდათ გოგონები და ქალები, მათი თანხმობის გარეშე. 1953 წელს ლავრენტი ბერიას ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასჯეს. ახლა ამ სახლში ტუნისის საელჩო მდებარეობს.

ლეონიდ ბრეჟნევის სახლი

1952 წელს ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ბინა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ რაიონში მიიღო. საცხოვრებელი ფართი ძალიან დიდი იყო, მაღალი ჭერითა და მორთული დეკორაციებით, დერეფნებს კი მოჩუქურთმებული დეკორატიული სვეტები ამშვენებდა.
სამზარეულო ღია ფერებში იყო და ერწყმოდა სასადილო ოთახს. საძინებელი, მისაღებისა და დერეფნებისგან განსხვავებით, საკმაოდ სადა იყო: ხის საწოლი, გარდერობი, რამდენიმე ტუმბო, ტელევიზორი სკამზე. გენერალური მდივნის კაბინეტიც უბრალო იყო, მასში განთავსებული იყო მხოლოდ ხის მაგიდა და ბრეჟნევის პირადი ბიბლიოთეკა.


როგორ გამოიყურება რუსეთში მდებარე სტალინის ყოფილი აგარაკი, რომლის გაყიდვაც აუქციონზე იგეგმება (ფოტოები)

აგარაკი-რეზიდენცია, სადაც სტალინი გარდაიცვალა - ასკეტური ინტერიერით და საყვარელი ბუნკერით

კომენტარის დამატება