ამერიკელმა წყვილმა სახლი იყიდა და სარდაფში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა

წყვილმა სახლი ნიუ-იორკის შტატში შეიძინა და სარდაფში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა, რომლის სავარაუდო დანიშნულების შესახებ მოსაზრება სოც ქსელებში გააზიარა.
საიდუმლო ოთახს წყვილი მოულოდნელად გადააწყდა, როდესაც მილიდან წყლის გაჟონვის მიზეზს ეძებდა. წყალი კედლიდან ჟონავდა და მიხვდნენ, რომ ამ კედლის მიღმა რაღაც იმალებოდა. ოთახი აგურით იყო ამოშენებული.

შემდგომი გამოძიების მიმდინარეობის დროს წყვილმა გაიგო, რომ სახლი ლუსი ბლოჯეტს ეკუთვნოდა, რომელიც შესაძლოა "მიწისქვეშა სარკინიგზო გზის" (გვირაბების საიდუმლო ქსელი, საიდანაც გაქცეული მონები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადაჰყავთ) წევრი ყოფილიყო. გამომწერებმა აღნიშნეს, რომ წყვილის ცნობისმოყვარეობა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს
სახლისთვის, ის შესაძლოა დაინგრეს. რამეთუ ის ქვები, რომელიც ოთახს ნიღბავდა, შეიძლება საძირკველს ამაგრებდეს.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ილინოისის შტატში აღმოაჩინეს ძველი გვირაბი. უცნობია, რამდენად შორს მიდის იგი. ცნობილია, რომ ქალაქში კიდევ რამდენიმე საიდუმლო გვირაბი არსებობს, რომელიც მე-19 საუკუნის 40-იანი წლებით თარიღდება.
თავად წყვილი აღტაცებულია აღმოჩენით და აპირებენ, სპეციალისტები ჩართონ საქმეში. იქნებ, რაღაც მნიშვნელოვანი იყოს მართლაც და მათ სახლს ისეთი ფასი დაედოს, რომ არც იფიქრებდნენ აქამდე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები