როგორ გამოიყურება კოკა-კოლას დამფუძნებლის მემკვიდრის მიტოვებული სასახლე, რომელსაც "მოჩვენებების სახლს" უწოდებენ - "1931 წელს იქ ტრაგედია დატრიალდა"

Briarcliff-ის სა­სახ­ლე 1920-წლებ­ში Coca Cola-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის მემ­კვიდ­რის­თვის აა­შე­ნეს. ასა 'ბადი" გრიგს ქენდლერ­მა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნია ნამ­დვილ ფე­ნო­მე­ნად აქ­ცია. მისი ერთ დროს დი­დე­ბუ­ლი სა­სახ­ლე კი დღეს "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის სახ­ლა­დაა" ქცე­უ­ლი.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გოლ­ფის მო­ე­და­ნი და ზო­ო­პარ­კი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ქენდლე­რი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბით ირ­თობ­და თავს.

1920-იან და 1930-იან წლებ­ში ქენდლე­რი და მისი ცოლი ჰე­ლე­ნი, მო­დურ წვე­უ­ლე­ბებს აწყობ­დნენ, სახ­ლი მორ­თუ­ლი იყო მდიდ­რუ­ლი ავე­ჯი­თა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბით, მო­ი­ცავ­და 40-ზე მეტ ოთახს, ორ სა­ცუ­რაო აუზს და სა­მე­ჯლი­სო დარ­ბაზს.

1931 წელს ბრა­ირკლი­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და
- ქენდლე­რის პი­რად­მა თა­ნა­შემ­წემ, ხოსე კრუზ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოკ­ლა და თა­ვიც მო­იკ­ლა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქენდლერს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და სა­ბო­ლო­ოდ, სახ­ლის გა­ყიდ­ვა მო­უ­წია. ბრა­ირკლი­ფი ჯერ ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრად გა­და­კეთ­და, 1965 წლი­დან 1997 წლამ­დე კი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო იყო. სა­სახ­ლე ამე­რი­კა­ში, ატ­ლან­ტა­ში მდე­ბა­რე­ობს. 

თუ ად­გი­ლობ­რივ ლე­გენ­დებს და­ვუ­ჯე­რებთ, ბრა­ირკლი­ფი პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კე­რაა. ამ­ბო­ბენ, რომ დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ, დე­რეფ­ნებ­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ.

ამ­ჟა­მად, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია - ბრა­ირკლი­ფის სა­სახ­ლე, სიძ­ვე­ლის გამო, ნგრე­ვის პი­რა­საა და საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები