რას იცავენ შვეიცარიელები 5-მეტრიანი ღობეების მიღმა და რატომ იქცა მაღალი კედლები ამ ქვეყნის დამახასიათებელ ნიშნად


ვინ არ აღფრთოვანებულა შვეიცარიის მდიდრული ბუნების მართლაც ზღაპრული სურათებით, რომელთა შორისაც ლამაზად მოსჩანს ფერადი დასახლებები? და თუ გარეუბანში ასეთი იდილიური სურათები მაინც შეიძლება მოიძებნოს, ქალაქებში, სადაც მაგისტრალები და რკინიგზAა, ან მეტ-ნაკლებად დატვირთული ქუჩები, მაღალი ღობეები მოჩანს, რომელთა მიღმა სამსართულიანი სასახლეებიც კი იფარება. რით შეიძლება აიხსნას ამ ქვეყნის მკვიდრთა სწრაფვა ასეთი მარალი ღობეების მიმართ?

მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყარო გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე, ქცევაზე და კეთილდღეობაზეც კი. მაგალითად, უსახურმა, თუმცა ვეებერთელა შენობებმა, ე.წ. ბეტონის ყუთებმა, შეიძლება დამთრგუნველად იმოქმედოს ადამიანზე. პატარა, თუნდაც ხის სახლები
კი მხოლოდ სასიამოვნო და თბილ გრძნობებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში, ისევე, როგორც შვეიცარიის ფოტოები თავისი მთის სივრცით და თვალწარმტაცი ბუნებით. ასეთი პეიზაჟის დანახვამ არ შეიძლება არ აღფრთოვანოს ადამიანი და არ მოუნდეს ასეთ სამოთხეში დასახლება.

მაგრამ შვეიცარია მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნება როდი ყოფილა. ნიჭიერი ფოტოგრაფის, გრეგორი კოლავინის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა კარგად გვაჩევნა ამ ქვეყნის კიდევ უცნაური თავისებურება მაღალი, შეიძლება ითქვას, ზედმეტად მაღალი ღობეების სახით.

საკვირველია, რატომ უნდა იმალებოდეს ეს ულამაზესი ბუნება ღობეებს მიღმა, რომელთა სიმაღლეც ზოგჯერ ხუთ მეტრსაც კი აღწევს ხოლმე, ზოგჯერ უფრო მეტსაც. ტურისტები შვეიცარიაში ძირითადად ხომ ბუნების და ხედების სანახავად მიდიან? წარმოიდგინეთ, ისეთ სახლში ყავის დალევის მსურველიც რამდენი იქნება, რომლის ფანჯრიდანაც ულამაზესი ბუნების ხედი გადაიშლება.

ბეტონის ღობეები ან, საუკეთესო შემთხვევაში, ლითონის კონსტრუქციები, რომლებსაც გამჭვირვალე ეკრანებიც აქვს შერეული, ურბანული ლანდშაფტის საერთო ელემენტად იქცა. ღობეებს მიღმა არა მხოლოდ სამრეწველო საწარმოები და სატრანსპორტო მაგისტრალები იმალება, რომლის უარყოფითი გავლენისგანაც ცდილობენ მოქალაქეების იზოლირებას, არამედ სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, კერძო სექტორი და მთელი ტერიტორიები, აღნიშნული კონსტრუქციები ხმაურის შესამცირებლად და დახურული სივრცეების გამონაბოლქვი საირებისგან დასაცავად არის შექმნილი.

თუმცა, ხელისუფლების ჩანაფიქრი, ამგვარად ეზრუნა ხალხის ჯანმრთელობაზე, ყველას როდი ხიბლავს. ასეთი იზოლაცია და ხმაურის დამცავი სტრუქტურების სიმრავლე უფროს თაობას, რომელსაც ახსოვს დრო, როდესაც გზის პირას იზრდებოდა ხეები და განთავსებული იყო კერძო სახლები, ნამდვილად არ მოსწონს.

მცენარეული საფარის სიმრავლე, თვალწარმტაცი ლანდშაფტი და მშენებლობისთვის ხელმისაწვდომი შეზღუდული სივრცე არანაირად არ იმოქმედებდა მოქალაქეების განწყობაზე უარყოფითად. ყველამ კარგად ვიცით, რომ შვეიცარიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთიან რელიეფს უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახლებების განვითარებისა და მათი ზრდისთვის შესაფერისი სივრცეები ყოველთვის მკაფიოდ არის განაწილებული და თითოეულ ურბანულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს გამოყოფილი აქვს კვადრატული მეტრების კონკრეტული რაოდენობა.



სწორედ ამ მიზეზით არის მუნიციპალური ხელისუფლება მიჩვეული განაშენიანებისა და ნებისმიერი სხვა საქმიანობის კონტროლს. სწორედ ისინი გამოვიდნენ ხმაურისგან უფრო ეფექტური დაცვის ინიციატივით და გადაწყვიტეს ყველა ხის მოჭრა და ქალაქის ქუჩებში და მაგისტრალების ხმაურის შესამცირებლად მაღალი ღობეების დამონტაჟება.


სულ რამდენიმე წელიწადში ყველგან გაჩნდა ხმაურის შთამნთქმელი კედლები, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა უკვე შეეჩვია, თუმცა უკმყოფილება მაინც არსებობს, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ბუნებით კონსერვატორები არიან.


ბეტონის, ლითონის ან პოლიკარბონატის ეკრანები არ აძლევენ ჰაერს მოძრაობის საშუალებას, ზაფხულობით კი, როდესაც საცხოვრებელ კორპუსებში ტემპერატურა მატულობს +35 გრადუსამდე და ზემოთ, მსგავის მექნიზმები დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები