20 ათასი ლარი ნათესავის ვალების გასტუმრებაში, ხატმწერის მომსახურება - რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან - 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.

სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა სამთავრობო გუნდის ცვლილების შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება არცერთხელ არ შეხებია თეა წულუკიანს, რომელიც უცვლელად, აგერ უკვე 11 წელია მთავრობის შემადგენლობაში მინისტრის პოზიციას იკავებს. 8 წელი იუსტიციის მინისტრის პოზიცია ეკავა, 2021 წლიდან კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოზიციაზეა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს „ოცნების“ უცვლელი მინისტრი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეკლარაცია 31 იანვარს განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის სახელზე
სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, რომლის 1000 კვ.მ. მას 2005 წელს აჩუქეს, ხოლო 2013 წელს - 900 კვ.მ. 47 000 დოლარად შეიძინა. 2007 წელს, თეა წულუკიანს მესტიის რაიონში, სოფელ ლუჰაში 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება