ადგილი, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ვერასოდეს მოხვდება და რომელიც მძიმე დიაგნოზისას მეფე ჩარლზის "თავშესაფარია" - "იქ ქალებს არ უშვებენ..."

მეფე ჩარლზ III-მ, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ სუ­ლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის უხუ­ცესს, არ­ქი­მან­დრიტ ეფ­რემს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც ათო­ნის მთა­ზე მოღ­ვა­წე­ობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩარლ­ზი ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რია, მას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. მისი მამა, პრინ­ცი ფი­ლი­პი, ბერ­ძე­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო, დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ­თან ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი ან­გლი­კა­ნი გახ­და. სწო­რედ ფი­ლი­პის პა­ტივ­სა­ცე­მად, ჩარლ­ზის მე­ფედ კურ­თხე­ვის დროს ბერ­ძნუ­ლი გა­ლო­ბა შეს­რულ­და.

ჩარლ­ზის ბე­ბია, პრინ­ცე­სა ელი­სი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო და ათენ­ში სა­კუ­თა­რი ქალ­თა მო­ნას­ტე­რი და­ა­არ­სა. სი­ცო­ცხლის ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­და და სწო­რედ ამ
პე­რი­ოდ­ში და­უ­ახ­ლოვ­და ახალ­გაზ­რდა პრინც ჩარლზს. ქალი ყო­ველ დღე ლო­ცუ­ლობ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ლოც­ვე­ლო­ში, ამის შემ­ყუ­რე ჩარლ­ზი კი მო­ხიბ­ლუ­ლი იყო უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბით.
1994 წელს იგი პრინც ფი­ლი­პთან ერ­თად ათო­ნის მთის მე­გობ­რო­ბის სა­პა­ტიო წევ­რი გახ­და, მო­ნას­ტერს კი პირ­ვე­ლად პრინ­ცე­სა დი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეწ­ვია. მან ასე­ვე შე­ის­წავ­ლა მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბრი­ტა­ნე­ლი მხატ­ვრი­სა და პო­ე­ტის ედუ­არდ ლი­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი ათო­ნის მთის შე­სა­ხებ და გა­ეც­ნო ბა­ი­რო­ნის აღ­წე­რი­ლო­ბებ­საც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათო­ნის მთის მო­ნას­ტე­რი თა­ვად ჩარლზ­საც აქვს და­ხა­ტუ­ლი: განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება