ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით

Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და მისი მე­უღ­ლე პრის­ცი­ლა ჩანი, კუნ­ძულ კა­უ­ა­ი­ზე (ჰა­ვა­ის არ­ქი­პე­ლაგ­ში შე­მა­ვა­ლი კუნ­ძუ­ლი) 5000 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

ცუ­კერ­ბერ­გმა თით­ქმის ათი წელი და­ხარ­ჯა კუნ­ძულ­ზე მი­წის შეს­ყიდ­ვის­თვის. Wired-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თავ­შე­სა­ფა­რი უნდა შე­ი­ცავ­დეს ათზე მეტ შე­ნო­ბას მი­ნი­მუმ 30 სა­ძი­ნებ­ლით და 30 სვე­ლი წერ­ტი­ლით. ასე­ვე იგეგ­მე­ბა 11 ხის სახ­ლის, ფიტ­ნეს ცენ­ტრი­სა და სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხე­ბის მო­წყო­ბაც.
დო­კუ­მენ­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა არის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის მი­ზა­ნი. პრო­ექ­ტი­სა და ბუნ­კე­რის მიზ­ნის შე­სა­ხებ ჰო­ფინ ბარ­მა, ცუ­კერ­ბერ­გი­სა და ჩა­ნის სპი­კერ­მა,
აღ­ნიშ­ნა, რომ კა­უ­ა­ის ოლქი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ქა­რიშ­ხლის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად მდგრა­დი უსაფრ­თხო ოთა­ხე­ბი აა­შე­ნონ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

თეკლა. 2024-03-13 06:41
ამას ნამდვილად ყიფიანის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები აქვს წაკითხული და იქ როგორცაა აღწერილი, მდიდარი მოსახლეობა მიწისქვეშა ქალაქს იშენებს, რადგან დედამიწას ჟანგბადის გაქრობის საშიშროება ემუქრება და ხელოვნურად ქმნიან საიდუმლო ქალაქში საარსებო პირობებს. ზოგი სხვა პლანეტაზე სახლდება და უდიდესი კაფსულებით გადააქვთ წყალი დედამიწიდან იმ პლანეტაზე. გამოდის რომ ფანტასტიკის რეალობად ქცევა გადაუწყვეტიათ და ეს ძალიან ცუდ რამეზე მიანიშნებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები