აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭები, თუ აგარაკი გაქვთ

კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლო და მინერალებით სავსე პროდუქტია. თუ აგარაკის მეპატრონე ბრძანდებით, გირჩევთ ამ პროდუქტს ადვილად ნუ შეელევით, ჩვენ 10 მიზეზს მაინც დაგისახელებთ ისეთს, კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება რომ შეძლოთ.
პირველ რიგში სათანადოდ მოამზადეთ ნაჭუჭი გამოსაყენებლად. დაფქვით ის და მოათავსეთ ქაღალდის პაკეტში ან ისეთ ჭურჭელში, სადაც ეს პროდუქტი სუნთქვას შეძლებს. გააჩერეთ 5 დღე, რათა კარგად გამოშრეს.

1. ასეთი ნაზავი ბევრ მცენარეს მოუხდება გასანოყიერებლად, თუმცა არ გირჩევთ მის გამოყენებას, ისპანახთან, ლობიოსთან, ფოთლოვან მცენარეებთან. ძალიან უხდება ბროკოლის, ბულგარულს, ბადრიჯნას, პომიდორს.
2. კვერცხსი ნაჭუჭს
იყნებენ იმისათვის, რომ ნიადაგი არ იყოს მჟავე.
3. ძალიან უხდება დაფქვილი ნაჭუჭი ყვავილოვან კომბოსტოს.
4. ნახშირში გადარეული კვერცხის ნაჭუჭი თქვენს ბოსტანს ზედმეტ პარაზიტებს მოაშორებს.
5. კვერცხის ნაჭუჭი მიკრო ქოთნადაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთლიან კვერცხის ცილას უნდა გაუკეთოთ დრენაჟი, მოათავსოთ შიგნით მიწა და მარცვალაი, როდესაც მცენარე აღმოცენდება, მიწაში შეგიძლიათ ნაჭუჭიანად მოათავსოთ.

6. ძალიან კარგად ამდიდრებს ნებისმიერ ნიადაგს.
7. მოსავლის აღების შემდეგ ჩაყარეთ კვერცხის ფხვნილი ნიადაგში და დატოვეთ ზამთრისთვს.
8. პუდრის სახით დამზადებული ნაჭუჭი შეგიძლიათ მოაფრქვიოთ მცენარეს, რომელსაც რამე აწუხებს.
9. კვერცხის ნაჭუჭი ასევე გამოიყენება ოთახის მცენარეებისათვის, მის ნატეხებს ქოთნის ძირში ათავსებენ დრენაჟის სახით.
10. იმისათვის, რომ მოსავალი არასასურველმა მწერებმა არ გაგიფუჭონ, აურიეთ დაფქვილი ნაჭუჭი ზეთში და მოათავსეთ ბოსტანში რიგებს შორის. მთელი ზაფხული თქვენს მოსავალს არაფერი მიეკარება.

კომენტარები

გიორგი 2019-08-12 14:17
საოცარი უცოდინრობა მთარგმნელებისა ქართული მწიგნობრობის და პრესა-ტელევიზიის დაუძლეველი პრობლემაა! ინგლისური სიტყვა drain ამ კონტექსტში ნიშნავს გადმოსხმა და არა დრენაჟს! და "პუდრის სახით დამზადებული ნაჭუჭი " სინამდვილეში "ნაჭუჭისგან დამზადებული პუდრაა"!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები