როგორ შეიძლება გავაახლოთ კაფელი სამზარეულოსა და სააბაზანოში - რემონტის გარეშე

წინასაახალწლოდ ყველა დიასახლისი სახლის გალამაზებაზეა გადართული. ყველას უნდა რაღაც ახალი, თუმცა ყოველთვის როდი არის იმის საშუალება, რომ სერიოხულ ცვლილებებს მივმართოთ, საამისოდ ხან დრო არ გვაქვს და ხან მატერიალური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს.



განსაკუთრებით რთულია სიახლის შეტანა სამზარეულოში, სადაც მოძველებულ კერამიკულ ფილებს ვერაფერს მოუხერხებთ, თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია ძალიან საჭირო და რაც მთავარია ეფექტური რჩევების მოცემა. მაშ ასე, ერთდაერთი, რაც დაგჭირდებათ, წებოვანი ნახატებია. ეს იაფი და მარტივი საშუალება ძალიან მალე შეცვლის ატმოსფეროს თქვენს სამზარეულოსა თუ აბაზანაში.



ასეთი წებოვანი ნახატების შეძენა სამშენებლო
ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი, ან ინტერნეტით შეგიძლიათ მისი შეძენა.



ფრთხილად ააცალეთ ნახატი წებოვან ფურცელს



დააწებეთ ნახატი კარგად გაწმენდილ და გამშრალებულ კერამიკულ ფილას



თუ ნახატი აღარ მოგწონთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ, უბრალოდ ააცალეთ იგი ფილას და დააკარით ახალი



ასეთი ნახატით თქვენ შეგიძლიათ ასევე ფილის დაზიანებული ადგილის დაფარვა



ასეთი წებოვანი ნახატების ყიდვის დროს გაითვალისწინეთ, რომ ის მხოლოდ სრიალა ზედაპირის მქონე ფილებისთის გამოგადგებათ და არა რელიეფურისთვის.



იგივე მეთოდის გამნოყენება შეგიძლიათ მეტლახის შემთხვევაშიც.



აღნიშნული ნახატების შეძენის დროს უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ მისი მდგრადობა ტემპერატურის მიმართ.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები