როგორ გავრეცხოთ ბუმბულის ქურთუკები სახლის პირობებში

ბუმბულის ქურთუკები დღევანდელ რეალობაში სულ უფრო და უფრო აქტუალურია, ის ძალიან თბილია, მსუბუქი და პრაქტიკული, თუმცა არსებობს ერთი პატარა პრობლემა, მისი რეცხვა თუ გაწმენდა.
ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს ქურთუკებს და როგორ გავრეცხოთ ის სახლის პირობებში.
პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ არის ის, რომ კარგად უნდა გავეცნოთ ინსტრუქციას, რომელიც ქურთუკის იარლიყზე არის დატანებული.
ამ ეტიკეტზე დატანებულია თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალი, რაც ქურთუკის რეცხვის დროს დაგჭირდებათ, კერძოდ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაირეცხოს თქვენი
ნივთი, შესაძლოა მას მხოლოდ მშრალი ქიმწმენდა სჭირდება. ამ შემთხვევაში სახლის პირობებში გარეცხვა კატეგორიულად მიუღებელია.

არ შეიძლება ბუმბულის ქურთუკის რეცხვა იმ შემთხვევაში, თუ მას ტყავის ელემენტები აქვს, რადგან რეცხვის შემდეგ ტყავი აუცილებლად დაჯდება და დაპატარავდება.
არ შეიძლება ამგვარი ქურთუკების ხშირი რეცხვა. ხშირი რეცხვის შედეგად მას შორდება წყალგაუმტარი ფენა და ამის შემდეგ ნაჭერი მალე დასველდება და გაჭუჭყიანდება.
რეცხვის წინ აუცილებლად კარგად დაათვალიერეთ სადმე გარღვეული ან გახეული არ იყოს, თუ რამეს აღმოაჩენთ, აუცილებლად გაკერეთ.

რა უნდა მოხსნათ ქურთუკს
თუ აქვს, თქვენს ქურთუკს აუცილებლად მოაშორეთ ბეწვის საყელო. თუ არ შორდება, აუცილებლად მიმართეთ ქიმწმენდას, მისი გარეცხვა აკრძალულია.
ასვე მოხსენით ყველანაირი მეტალის დეტალი, თუ არ ეხსნება, შემოახვიეთ რამე ნაჭერი.
განსაკუთრებით ჭუჭყიანი ადგილები, სახელოები, ჯობს წინასწარ დაალბოთ სარეცხ საშუალებაში და ჯაგრისით დაამუშავოთ.
ასეთ დროს ძალიან კარგია სარეცხის საპონი ან სპეციალური ლაქების ამომყვანი.
ცხიმიან ლაქას ძალიან კარგად ებრძვის ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ტონალურს კი სამედიცინო სპირტი აშორებს.
თუ ქურთუკი ძალიან ჭუჭყიანია, მანქანაში რეცხვის წინ 2 საათით თბილ საპნიან წყალში ჩაალბეთ.
მანქანაში შეგდებამდე საგულდაგულოდ შეკარით ყველა ელვა და ღილი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სარეცხი ტომარა.

ბუმბულის ქურთუკის რეცხვის დროს უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება. დასაშვები მაქსიმალური ტემპერატურა 30-40 გრადუსია.
სარეცხი ფხვნილის გამოყენებას არ გირჩევთ, ის ბუმბულს არ უხდება და ძნელად ავლებს.

როგორ შევარჩიოთ პროგრამა
შეარჩიეთ პროგრამა "დელიკატური რეცხვა" "ბუმბულის ნაწარმი" ან "ხელით რეცხვა".
სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა დასახელება აქვს.
რაც მეტია ბრუნი, მით უკეთესად ირეცხება ბუმბული.
იმისათვის, რომ ბუმბული თანაბრად გადანაწილდეს, სარეცხის მანქანაში შეაგდეთ სპეციალური სარეცხის ბურთები ან ჩოგბურთის ბურთი.
თუ თქვენი ქურთუკი ძალიან დიდია, ის პირსახოცთან ერთად გარეცხეთ.
კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ სარეცხ კონდიციონერს.
ბუმბულის ქურთუკის გაშრობა უმჯობესია რაც შეიძლება სწრაფად. შრობა უნდა მოხდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მშრალ ადგლას, რომელიც კარგად ნიავდება.
კარგად გაშრობის შემდეგ ისე უნდა აათამაშოთ, როგორც ბალიში, რათა ბუმბული კარგად გადანაწილდეს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი