როგორ შევარჩიოთ სარეცხის საშრობი

ბოლო დროს გარეთ გაფენილი სარეცხი არც ისე აქტუალურია.  ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ვფიქრობთ, ეს არც არის სანერვიულო, რადგან დღესდღეობით სარეცხის გაშრობის მრავალი ალტერნატივა არსებობს და ის საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ.




თეთრეულის ყველაზე კარგი საშრობი



თუმცა მაინც არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ჯერა, რომ სარეცხი ყველაზე კარგად გარეთ, მზეზე შრება და ასეთ გამშრალ სარეცხ ვერაფერი შეედრება.
მოდით, ვცადოთ და შევადაროთ ერთმანეთ საშრობი სისტემები. საბოლოო არჩევანი კი ინდივიდულაურია და ყველა საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით მოიქცევა.

გარეთ გაშრობა

დადებითი მხარეები


1. ადგილის ეკონომია




საშრობის
კონსტრუქციული ელემენტები მდებარეობს გარეთ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დაზოგოთ ადგილი.

2. შრობის უმაღლესი ხარისხი


ჰაერზე, განსაკუთრებით ზაფხულში, სარეცხი ძალიან სწრაფად შრება. ზამთარში, კი შრობის შემდეგ, სარეცხს საოცარი სისუფთავის სურნელი აქვს.

3. შრობა არ ავლენს ნეგატიურ გავლენას ოთახის ჰაერზე

არსებობს მოსაზრება, რომ სარეცხის სახლში ხშირი შრობა საგრძნობლად ზრდის ოთახის ტენიანობას, რაც იწვევს სოკოს გაჩენას სახლის კედლებსა თუ სხვა ადგილებში.
ასევე სარეცხი ფხვნილი შეიცავს აქტურ ნივთიერებებს, რომელმაც აორთქლების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.

უარყოფითი მხარეები

1. გაჭუჭყიანების ალბათობა

არსებობს საშოშროება იმისა, რომ სარეცხის თოკიდან ჩავარდნის შემთხევაში ის დაეცემა მიწაზე ან ასფალტზე და გაჭუჭყიანდება.

2. ესთეტიური მხარე

ზოგჯერ დიასახლისებს თოკები ისეთ ადგილზე აქვთ გაჭიმული, რომ ნამდვილად არ არის ესთეტიური სანახავი. Eეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევას, როდესაც სარეცხი პირდაპირ ეზოშია გაფენილი.

3. კანონი

ამერიკაში არსებობს კანონი, რომელიც პირდაპირ კრძალავს სარეცხის საშრობად თოკების გამოყენებას. ითვლება, რომ აივანზე გაფენილკი სარეცხი ძალიან არაესთეტიურია.

4. უსაფრთხოება
ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც სარეცხის გაფენის დროს დიასახლისს დაუკარგავს წონასწორობა, გადავარდნილა აივნიდან ან ფანჯრიდან და დაღუპულა.
საბოლოო ჯამში, ჰარზე სარეცხის შრობა არის ძალიან ხარისხიანი და ეკონომიური ადგილის მხრივ, თუმცა არსებობს სარეცხის ჩავარდნის და გაჭუჭყიანების საშიშროება.

ჭერის კონსტრუქცია



შრობის ყველაზე გავრცელებული საშუალება დამონტაჟებულია ჭერში, რათა სარეცხის შრობამ არ დაიკავოს ბევრი ადგილი, ასევე უზრუნველყოფს შრობისთვის საჭირო ჰაერის ცირკულაციას. 
 
კედლის კონსტრუქცია





ასეთი კონსტრუქციის უარყოფით მხარედ ითვლება სარეცხის წონა. ის ვერ უძლებს მძიმე სარეცხს.




თუმცა არსებობს სხვადასხვა ტიპის კედლის საშრობები, გამოსაწევი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან ის უძლებს დაახლოებით 10 კგ-ს.



დასადგამი საშრობი



თუ ვერ ახერხებთ ჭერის ან კედლის საშრობის დამონტაჟებას შეგიძლიათ შეიძინოთ უბრალოდ დასადგამო, დასაკეცი საშრობი. ის ძალიან მობილურია, არის სხვადასხვა ზომის და სიმაღლის.

ხარისხიანი გასაშლელი საშორობები უძლებს დაახლოებით 10-15 კგ-ს. იაფი ანალოგები კი 5 კგ-ზე მეტს ვერ უძლებს და არც ისე მყარია. ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე საკიდებს შორის დაშორებას, რაც უფრო შორსაა ის ერთმანეთისგან მით მალე და ხარისხიანად შრება სარეცხი.



სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით



ასეთი ტიპის სარეცხის მანქანები ზოგავს თქვენს დროს, ათავისუფლებს ადგილს აივანზე, თუმცა არც ისე გავრცელებულია. რატომ? არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი. პირველი არის ის, რომ ის მოიხმარს საკმაოდ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. ამ თვალსაზრისით არ არის ეკონომიური.
ასევე შრობის დროს მანქან ხარისხიანად მხოლოდ ნახევარს აშრობს, ამიტომ სარეცხის შრობა ორ ეტაპად მოგიწევთ, რაც დამატებით დროს და ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, საშრობი სისტემით აღჭურილი სარეცხის მანქანა ორჯერ მეტი ღირს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი