როგორ გავასუფთავოთ გამწოვი სწრაფად და ეფექტურად


თუ არც ერთხელ გიცდიათ სამზარეულოში დამონტაჟებული გამწოვის ფილტრის გაწმენდა ძალიან შემცდარხართ.
გამწოვის მთავარი ფუნქცია ხომ ცხიმის შეგროვებაა და თუ თავად იქნება ცხიმიანი და გასაწმენდი ამ ფუნქციას ნამდვილად ვერ შეასრულებს.
გამწოვის ფილტრის გაწმნდა არც ისეთი რთული საქმეა როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ამ პროცედურას წელიწადში რამდენჯერმე მაინც უნდა მიმართოთ.
ზოგიერთი ფილტრი ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება, მაგრამ უმეტესად ის ისეთ მდგომარეობაშია ხოლმე რომ მანქანა მას ვერ ერევა და მაშინ უნდსა მიმართოთ კარგად აპრობირებულ, მრავალჯერ ნაცად და გამართლებულ ხერხს.



საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ:

დიდი
ზომის ქვაბი ადუღებული წყლით

საჭმელი სოდა

ლიმონის მჟავა

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ჯაგრისი ან ძველი კბილის ჯაგრისი

ქაღალდის ხელსახოცი ან ჩვეულებრივი სამზარეულოს ტილო

როგორ გავწმინდოთ



მოხსენით გამწოვს ფილტრი.

აადუღეთ დიდი ქვაბში წყალი ან ჩაასხით ადუღებული წყალი სამზარეულოს ნიჟარაში. რაც უფრო ცხელია წყალი მით ეფექტურად გაიწმინდება ფილტრი.

დაამატეთ ადუღებულ წყალში 100 გრ საჭმელი სოდა და ცოტა ლიმონმჟავა.

მოათავსეთ ფილტრი ამ ნაზავში და გააჩერეთ 10 წუთი.



აიღეთ კბილის ჯაგრისი და და ფილტრს ცხიმი მოაშორეთ. მარტივად მოშორდება.

ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი სითხითა და ჩვეულებრივი ჭურჭლის ღრუბლით.

ფილტრი კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახცოცით ან სამზარეულოს ტილოთი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი