ჯერ ერთი, იცოდეთ, რომ თუ ობი გაუჩნდა ფარდას, ეს არ არის იშვიათი შემთხვევა და თანაც, ამის გამოსწორება შეიძლება. მოქმედების სტრატეგია დამოკიდებულია ფარდის ქსოვილზე.
პლასტიკატის ან ვინილის ფარდა შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, დაახლოებით 40 გრადუს ტემპერატურაზე, რომ ქსოვილი არ დადნეს. შეგიძლიათ, ორი-სამი პირსახოციც დაუმატეთ და უფრო ეფექტურად გაირეცხება.
ქსოვილის ფარდა - ნაჭერი,
თუ გარეცხვა არ უშველის და ობის ლაქები დარჩება, მაშინ მოგიწევთ ფარდის შეცვლა. მომავალში რომ აიცილოთ ობის გაჩენა, ამისთვის კი რამდენიმე წესი არსებობს:
- შხაპის მიღების შემდეგ ყოველთვის ბოლომდე გაშლილი დატოვეთ ფარდა, რომ კარგად შეშრეს და კარიც ღია იყოს, რომ ზედმეტი ნესტი გავიდეს.
- თუ აბაზანას აქვს ფანჯარა, ისიც ღია იყოს. თუ არა, იზრუნეთ გამწოვზე, რომელიც ნესტის გაფანტვას უწყობს ხელს შხაპის მიღების დროს.
- მშობელი განყოფილება: პრაქტიკული რჩევები
- განყოფილება: დიასახლისებისთვის



