2021 წლის ტრენდები: 6 ყველაზე მოდური მასალა

2020-21 წლის ტრენდები: ამ სეზონის საგნებსა და ინტერიერს ორი კატეგორიის თემა განსაზღვრავს. ერთი იქნება მკვეთრი აქცენტით ხელოვნურ მასალზე, ექსპერიმენტულსა და ცვალებადზე და მეორე - ბუნებრივზე, ეკოლოგიურსა და მდგრადზე.

მასალის შერჩევის დროს ექსპერტები ორი ფაქტორით ხელმძღვანელობას გვირჩევენ.
ერთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ისეთი მასალა, რომელიც ირეკლავს შუქს, იქნება ეს მინა თუ მეტალი, ასევე თიხა და სხვა მსგავსი რამ. აქტუალური იქნება დაწნული ნივთები, ასევე მარმარილო.

ალტერნატიული ტყავი


აქტუალური იქნება ასევე ალტერნატიული ტყავი, ორგანული ფერები და ტექსტურა, ბიოკომპოზიტები, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი
მასალისგან იქმნება.

პლასტიკატის ნარჩენები

ახალი, ინოვაციური კომპოზიტების შექმნის მიზნით გაიზრდება მოთხოვნა პლასტიკატზე.

ზოლებიანი ქვა


ქვა არასდროს კარგავს აქტუალობას და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. მოდაში იქნება ქვის სკამები და მაგიდები.

ცოცხალი ბუნება

გაიზრდება მოთხოვნა და ყურადღება ცოცხალი ორგანიზმების მიმართ. ერთმანეთს შეერწყმება სამრეწველო დიზაინი, მეცნიერება და სინთეტიკური ბიოლოგია.
მაგალითად, ერთ-ერთი შვედი დიზაინერი იან კლინგერი სანათში ბაქტერიებს ამრავლებს. კოლბები იხუფება, რათა შეჩერდეს ბაქტერიების ზრდის პროცესი და შედეგად ვიღებთ საოცარ სურათს, მოთავსებულს შუშაში და განათებულს შუქდიოდური ნათურით.
უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა ამ მხრივ ზღვის მცენარეები.

გარდამავალი ფერები

იმისათვის, რომ წაიშალოს ზღვარი ბუნებრივ და ციფრულ დიზაინს შორის, დიზაინერები გარდამავალი ფერების გამოყენებას გვირჩევენ. გამოფენებზე წარმოადგინეს ავეჯი ომბრეს სტილში, ასევე აქტუალური იქნება შუშის ფერადი სკულპტურები გარდამავლაი ეფექტით, რომელიც მოძრავ და უეცრად გაშეშებულ საგნებს წააგავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი