ბევრს ჰგონია, რომ ასეთი ფანჯრები ძვირი ჯდება - ძალიან მოდურია და ძალიან იაფი

ვიტრაჟი ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. ხელოვნების ეს დარგი სათავეს საკმაოდ შორი წარსულიდან იღებს. ის დღესდღეობითაც ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია, თუმცა განსაკუთრებული წესით დამუშავებული და შედუღებული ფერადი მინების დამზადება იაფი როდი ჯდება.


თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ვითარდება და დღესდღეობით ძვირი მასალის შეცლვა იაფით და შედეგად იგივე ვიზუალის მიღება უკვე ადვილი შესაძლებელია. ასე რომ, ვიტრაჟების მოყვარულთ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვიტრაჟული ფირი. ვიზუალურად ის არ განსხვავდება ნამდვილი ვიტრაჟისაგან, სინამდვილეში კი ეს უბრალოდ მისი იმიტაციაა.


ვიტრაჟის ფირი სუფთა და კარგად გამშრალებულ ფანჯრის მინას უნდა დააკრათ. შემდეგ

ვიღებთ წებოვან ფირს ქაღალდის დამცავი ფენის პირით, ნელ-ნელა ვაცლით დამცავ ფენას და ფრთხილად ვაწებებთ მინას. მშრალი ქაღალდის ხელსაწმენდით ვასწორებთ ზედაპირს, რათა გამოვდევნოთ ჰაერი. ბოლოს ზედაპირი აუცილებლად კარგად უნდა გავამშრალოთ.


1.იდეალური ვარიანტია აბაზანისთვის, არც ფარდა დაგჭირდებათ და ძალიან მდიდრულად გამოიყურება.


2.ვერც საბავშვო ოთახს დაუწუნებთ რამეს, მართლაც შთამბეჭდვია, არა?


3.ვიტრაჟული საძინებელი კი ნამდვილად მეფეთა მოსასვენებლი ადგილია.


4.როდესაც ასეთ შესასვლელ კარს დაინახავ, წარმოიდგენ, რომ კარს მიღმა ზღაპრული სამყარო იწყება.


5.ვიტრაჟული ჭერი ხომ მართლაც შეუდარებელი და საოცარია.


6.ასეთი ფირის გამოყენება ნებისმიერო მინის ზედაპირისთვისაა შესაძლებელი, შესანიშნავი დეკორი სულ მცირე ძალისხმევის შედეგად იქნება მზად.


7.მართლაც ულამაზესია სანახავია.

გარდა ესთეტიური თვალსაზრისისა, ვიტრაჟული ფირი თქვენს მინას კიდევ უფრო გამძლეს გახდის. მინა რომც გატყდეს, წებო ნამსხვრევებს შეიკავებს და ის აღარ ჩამოიშლება.

 

კომენტარები

ხათუნა 2023-07-16 17:02
დომინოში იყიდება, თუმცა ფართო არჩევანი არ არის
მარინა 2022-09-24 22:37
თიქვენი ტელეფონი? რწოგორ შევუკვწეთოთ?
მაია 2020-06-24 07:29
სად შეიძლება შეძენა იქნებ გვითხრათ
თეკლა 2020-05-21 18:57
შეგიაზლიათ მომწეროთ სად ხდება ამ გადასაკრავი მასალის ყიდვა??
მაია 2020-02-08 19:32
სად შეიძლება შეძენა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი