როგორ გავაფორმოთ პატარა აივანი - ყველაზე კარგი იდეები

თუ თქვენ პატარა აივანი გაქვთ, ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ, ეს პრობლემა არ არის, პატარა ზომის აივანიც შეიძლება გაფორმდეს ისე, რომ მისი დანახვა ყველას ესიამოვნოს.
ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითავლისწინოთ პატარა აივნის მოწყობის დროს, არის ის, რომ დიდი და მძიმე ნივთების ადგილი იქ აივანზე არ არის. გარდა იმისა, რომ დიდი ნივთები თქვენს აივანზე დიდ ადგილს დაიკავებს, შეიძლება კონსტრუქციის დეფორმაციაც კი გამოიწვიოს.
ტრადიციულად ვეცდებით მოგცეთ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ თქვენი აივანი კომფორტულ მოსასვენებელ ადგილად.


კომპაქტური ავეჯი
მოკრძალებულ, ღია აივანზე გირჩევთ მოათავსოთ კომპაქტური, გასაშლელი

ავეჯი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად ძლიერი ქარის ან წვიმის დროს შეძლოთ მისი აღება და შენახვა. განსაკუთრებით ცხელ და მზიან ამინდში კი გირჩევთ ქოლგის დამაგრებას.

მაქსიმალურად გამოიყენეთ კედლები

როდესაც აივნის სივრცე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ერთდროულად განათავსოთ ავეჯიც და ქოთნის ყვავილებიც, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ კედლის სტელაჟს, რომელზეც ლამაზად განათავსებთ ლამაზ ყვავილებს. აივნის კედელზე მრავალნაირი კომპოზიციის გაკეთებაა შესაძლებელი. ასევე ეცადეთ გამოიყენოთ აივნის მოაჯირი, მასზე დაამაგრეთ ერთი დიდი მოცულობის ქოთანი, რომელშიც მოათავსებთ პატარ-პატარა ქოთნებს ან პირდაპირ პატარა ზომის ქოთნები განათავსოთ.


სრული გამწვანება
ხშირად გვხვდება ისეთი პატარა ზომის აივნები, რომელზე სკამის დადგმაც კი წარმოუდგენელია, ერთი შეხედვით ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ამ შემთხვევაში გირჩევთ შექმნათ მწვანე ზონა, ე.წ. მინი-ბაღი მსხმოიარე პატარა ქოთნის ხეებით და ხვიარა მცენარეებით, ასევე ლამაზი ქოთნის ყვავილებით.
იდელურია, თუ თქვენი აივანი სამხრეთით მდებარეობს, მაშინ თქვენ მწვანე მცენარეებს სინათლისა და სითბოს დეფიციტი არ ექნება.

ფერები


ღია და ნეიტრალური ტონების გამოყენება სასურველია არა მხოლოდ თქვენს საცხოვრებელ ბინაში, ოთახში, არამედ აივანზეც. განსაკუთრებით ეს ეხება პატარა ზომის აივანს, რომელიც ვიზუალურად გადიდებას საჭიროებს.
თუ თქვენს აივანს არ აქვს კედლები და უფრო გისოსებით არის გაკეთებული, მაშინ გამოიყენეთ ღია ფერის ავეჯი და სხვადასხვა აქსესუარი.

დაუმატეთ ფუნქციურობა

აივანს ფუნქცია უნდა ჰქონდეს, იქ უნდა იდგას სკამი, სავარძელი, პატარა მაგიდა, იყოს საპიკნიკე ნივთები, სათადარიგო პლედი და ა.შ.

განათება

ალბათ იტყვით, რომ დამატებითი განათება აივანს არაფერში სჭირდება და ერთი შეხედვით მართლებიც იქნებით, თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, ზაფხულის თბილ საღამოს დამატებითი ბრა ან პატარა ნათურა თქვენს აივანს კიდევ უფრო სიმყუდროვეს შესძენს.


თუ დაგვეთანხმეთ და გადაწყვიტეთ მართლაც დაამონტაჟეთ აივანზე ნათურა, იფიქრეთ უფრო შემოქმედებითად, შეარჩიეთ არა ჩვეულებრივო ნათურები, არამედ დეკორატიული, ორიგინალური ფორმის, მაგალითად, სანთებლის ფორმის ან კიდევ რამე სხვა.

შევქმნათ კომფორტი


მაშინაც კი, თუ თქვენს აივანზე ორი სკამიც კი ძლივს ეტევა, იფიქრეთ იმაზე, როგორ კომფორტულად განათავსოთ ეს ორი სკამი, დაუდეთ მას რბილი ბალიშები, დაალაგეთ პატარა პუფები ფეხების დასალაგებლად, მოკლედ, მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ აივანზე თქვენი ყოფნა სასიამოვნო და ძალიან კომფორტულ პროცესად აქციოთ.

აივნის მაგიდა


თუ აივანზე არ გაქვთ იმის ადგილი, რომ დადგათ მაგიდა და ძალიან გინდათ საღამოობით გემრიელად მიირთვათ ყავა ან ჩაი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისამაგრებელი მაგიდა, რომელსაც მალე აკეცავთ და გაშლით.

კომენტარები

Ramo Batumi 2016-08-27 01:09
Chens aivnebze ert mxares kondencioneri dgas meore mxares boileri :)

კომენტარის დამატება