7 შეცდომა, რომლებიც კერძს ჯანმრთელობისთვის საზიანოს ხდის

ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი შეიძლება მომზადების პროცესში გააფუჭოთ, თუ ერთ-ერთ შეცდომას მაინც უშვებთ:

სანელებლების ნაცვლად იყენებთ მარილს
თუ კერძი უგემური გეჩვენათ, ნუ შეეცდებით მარილით გემო შეჰმატოთ - ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმში სითხეს აჩერებს და იწვევს შეშუპებას. თუ პროდუქტებზე გემოს შეცვლა მოგინდებათ, მარილის ნაცვლად, სჯობს სანელებლები გამოიყენოთ, ისინი მეტად სასარგებლოა.

აცხელებთ მცენარეულ ზეთს
მცენარეული ზეთების უმრავლესობა შეგიძლიათ შეაცხელოთ, მაგრამ ზეითუნის ზეთსა და ქოქოსის ზეთს მომატებული ტემპერატურა ცუდად გადააქვს. თუ ტაფაზე ზეთს კვამლი აუვა, იცოდეთ: რამდენიმე წუთში ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.

ზედმეტად
ხანგრძლივად ამზადებთ ბოსტნეულს

ბოსტნეულისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საუკეთესო შემთხვევაში უნდა მიირთვათ უმად. მეცნიერების მტკიცებით, თბილი დამუშავება ანადგურებს წყალში ხსნად ვიტამინებს. მომზადების მიხედვით, სარგებლიანობა შესაძლოა 15-55 %-მდე დაიკარგოს.

ყველა ხილსა და ბოსტნეულს ასუფთავებთ
იცოდით, რომ ზოგიერთი ბოსტნეულისა და ხილის კანი სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს შეიცავს? კარტოფილის კანის 50 %-ი საკვები უჯრედისისგან შედგება. ვაშლის კანი კვერცეტინის პრაქტიკულად მთელ მარაგს შეიცავს - ანტიოქსიდანტი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას უშლის ხელს. კივის კანი კი მდიდარია E ვიტამინითა და ფლავონოიდებით.

ათბობთ თაფლს
დროთა განმავლობაში თაფლი სქელ კონსისტენციას იღებს, თუმცა ის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს და ამ მდგომარეობაში წლობით ინახება.
თაფლს თხელი კონსისტენცია რომ დაუბრუნდეს, ზოგიერთი დიასახლისი მას ქვაბში ან მიკროტალღურ ღუმელში ალღობს. ამის გაკეთება კი არ შეიძლება, რადგან მაღალ ტემპერატურაზე თაფლი უნიკალურ თვისებებს კარგავს.

იყენებთ „ნედლ“ მარილს
მარილის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, თუ მასზე უარს სრულად ვერ ამბობთ, „ნედლ“ მარილს მაინც ნუ მიიღებთ.

კარტოფილს გარეცხვის გარეშე ხარშავთ
2015 წელს ცნობილი გახდა, რომ კარტოფილი საშიშ კანცეროგენულ ნივთიერებას, აკრილამიდს შეიცავს. ამ საშიში ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა თავიდან რომ აიცილოთ უარი უნდა თქვათ კარტოფილზე, ჩიფსებსა და სხვა პროდუქტებზე, რომლებიც მას შეიცავენ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მისი წარმოქმის რისკი შეამცირეთ და გარეცხეთ ის 2 საათის განმავლობაში.

კომენტარები

nino 2018-10-09 00:00
ukaacravat akrilamidi ra ari
aburjga 2018-10-05 23:27
კარტოფილი ჯერ კარგად უნდა გარეცხოთ, შემდეგ აკრილამიდი უნდა მოაშოროთ და ისე მოამზადოთ! )))
123 2018-09-08 13:43
კარტოფილი თუ 2 საათი უნდა ვრეცხოთ,კარტოფილის სარეცხი მანქანა უნდა გვედგას და მუდმივად ჩართული:))))) ნუ აკოპირებთ მსგავს სისულელეებს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი