რატომ არ უნდა გადავყაროთ პატარა პაკეტები, რომელიც ახალ ფეხსაცმელს მოჰყვება

როდესაც ახალი ფეხსაცმლის კოლოფში ასეთ პაკეტს ვხედავთ, პირველი რაც თავში მოგვდის არის ის, რომ უნდა გადავაგდოთ.

ამ პაკეტს სილიკოგელი ეწოდება. მასში მოთავსებულია თეთრი ფერის სილიკონის ბურთულები. წყალთან შეხების დროს ეს ბურთულები იჟღინთება წყლით.

სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე ამ პაკეტის სხვა შემთხვევებში გამოყენებაც არის შესაძლებელი.

ტელეფონი და კამერა

თუ შემთხვევით ტელეფონი დაგისველდათ, სასწრაფოდ გამორთეთ იგი, ამოიღეთ ბატარეა და მოათავსეთ სილიკოგელიან ჯამში. გააჩერეთ მთელი ღამე.

ეს ქაღალდის პაკეტები ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, თუ ყინვაში გამოიყენეთ კამერა და შემდეგ სითბოშო აღმოჩნდით.

საპარსი
აიღეთ ცალკე
კონტეინერი, მოათავსეთ მასში სილიკოგელი და შემდეგ ამ კონტეინერში შეინახეთ თქვენი საპარსი, ის არასდროს დაჟანგდება.



ინსტრუმენტები

ორი პაკეტი სილიკოგენი მოათავსეთ ინსტრუმენტებიან ყუთში და თქვენი ლურსმნები და სხვა ნივთები არასდროს დაჟანგდება.

საიუველირო ნაწარმი

ვერცხლს ნესტი აშავებს, შეინახეთ ის სილიკოგელის პაკეტთან ერთად და თქვენი სამკაული აღარ გაშავდება.

თეთრეული

იმისათვის, რომ თქვენი ლოგინის თეთრეული და პირსახოცები არ დანესტიანდეს სწორედ ამ პაკეტებთან ერთად უნდა შეინახოთ.

ფეხსაცმელი და ჩანთები

ფეხსაცმლისთვის და ჩანთებისთვის ეს პაკეტები აუცილებელი რომ არის, ეს უკვე ცხადზე ცხადია და ჩვენც გირჩევთ, მათი შენახვისას ეს მოთოდი გამოიყენოთ.



ჩემოდანი

ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი სამგზავრო ჩემოდანი ხშირად ნესტიანდება და უსიამოვნო სუნი ასდის, ამიტომ გირჩევთ მასში სულ გქონდეთ მოთავსებული სილიკოგელის პაკეტები.

ვიტამინები და ტაბლეტები

გირჩევთ ასევე აფთიაქის უჯრას მაქციოთ სათანადო ყურადღება და ყოველთვის იქონიოთ მასში აღნიშნული პაკეტები, რაც თქვენი წამლების დანესტიანებას გამორიცხავს.

თუ ატყობთ, რომ ბურთულებმა დაკარგეს ფუნქცია, მოათავსეთ ისინი ღუმელში 100 გრადუს ტემპერატურაზე და ნახავთ, რომ ამის შემდეგ ძველ თვისებებს დაიბრუნებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი