8 ნივთი, რომლის წყალობითაც აბაზანა ქაოსურად გამოიყურება


შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ არის ისეთი ნივთები, რომელთაც წყალობითაც თქვენი დალაგებული აბაზაან შესაძლოა მაინც მოუწესრიგებლად გამოიყურებოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა ის არის, რამდენ დროს უთმობთ აბაზანის დასუფთავებას ან ბოლოს როდის ჩამოხეხეთ კერამიკული ფილები, არამედ ..

შემოგთავაზებთ ჩამონათვალს, რამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობა თქვენს აბაზანაში:

1. შხეფებიანი  სარკე




წყლის პროცედურების შემდეგ, თუნდაც ხელების დაბანის შემდეგ სარკეზე ჩნდება წყლის ლაქები, ის იბურებ, რაც ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება. თუ გსურთ, რომ თქვენი აბაზანა სუფთად გამოიყურებოდეს ეცადეთ სარკე ყოველთვის სუფთა იყოს.

2. პირსახოცი



მიგდებული სველი პირსახოცი ძალიან
უსიამოვნი სანახავია, ეცადეთ ის კარგად გააშროთ, ეს აუცილებელი პირობაა და ან ლამაზად დაკეცილი დადოთ თაროზე, ან დაახვიოთ ლამაზად და მოათავსოთ კალათაში ან კიდევ უბრალოდ გაუკეთოთ საკიდი და ჩამოკიდოთ საკიდზე.

3. ნაგვის ურნა თავსახურის გარეშე



ნაგავი ნებისმიერ ინტერიერს ამახინჯებს, ამიტომ ურნის შერჩევის დროს აუცილებლად შეარჩიეთ ისეთი, რომელსაც ექნება თავსახური და ნაგავი არ გამოჩნდება. ეს თქვენი სუფთა აბაზანის კიდევ ერთი წინაპირობაა.

4. დასაბანი საშუალებები

ეცადეთ, რომ შხაპის გელი, შამპუნი და სხვა ჰიგიენური საშუალებები სპეციალურ დოზატორებში მოათავსოთ და ისე შეინახოთ, ასე აბაზანას ბევრად ესთეტიურ სახე ექნება.

5. ჭუჭყიანი დოზატორი და ჯაგრისი



ეცადეთ, რომ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი და დოზატორი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

6. მიმოყრილი კოსმეტიკა



თუ გინდათ, რომ თქვენი აბაზანა ყოველთვის მოწესრიგებული იყოს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ კოსმეტიკური და ჰიგიენური საშულებები აქეთ-იქით მიმოფანტული არ იყოს. აიღეთ ერთი მოზრდილი სინი და ყველაფერი ლამაზად დაალაგეთ.

7. ბევრი თარო და ორგანაიზერი


დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აბაზანაში შესანახი სისტემა მრავლად უნდა იყოს, თუმცა ეცადეთ ზღვარს არ გადახვიდეთ. თაროები და ირგანაიზერი ერთმანეთის შესაფერისი ფერის შეარჩიეთ, ისე, რომ კედლის ფერსაც ეხამებოდეს და მათი რაოდენობაც ზომიერი იყოს.

8. თაროებიანი სარკე



თაროებიანი სარკე ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია და ეს გასაგებიც არის, ის ძალიან მოსახერხებელია, თუმცა პრობლემას ის ფაქტი ქმნის, რომ ამ თაროებზე ჩვენ ვალაგებთ კოსმეტიკურ საშუალებებს, ამიტომ ეცდეთ, რომ ეს საშუალებები ზომიერად განათვსოთ და ყოველთვის მოწესრიგებული იყოს, რათა თავიდან აიცილოთ ქაოსი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი